კვირის ბოლომდე საქართველოში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი | Allnews.Ge

კვირის ბოლომდე საქართველოში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი

კვირის ბოლომდე საქართველოში არამდგრადი, წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განაცხადა, 12-13 აპრილს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კვლავ იწვიმებს.

14 აპრილს კი ქვეყნის ზოგიერთ რაიონში გამოიდარებს. ზოგან წვიმა შენარჩუნდება. აღნიშნულ პერიოდში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა საქართველოში დღისით 18-23 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

კვირის ბოლომდე ქვეყანაში არამდგრადი, წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება, რომლის დროსაც ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით 22-24 გრადუსი იქნება.

myquiz