თბილისში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა | Allnews.Ge

თბილისში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

აღმაშენებლის ხეივანში არსებული ხიდი გზაგამტარის (გუდვილის მიმდებარე ტერიტორია) რეაბილიტაციის გამო მიმდინარე წლის 9 აპრილიდან 20 დღის განმავლობაში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება (დასავლეთიდან ქალაქის ცენტრის მიმართულებით).

როგორც თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში განაცხადეს, ხიდზე დაგეგმილია დაზიანებული სადეფორმაციო ნაკერების შეცვლა-რეაბილიტაცია. სამუშაოებს აწარმოებს შპს "კ.მ.პ".

გარდა ამისა, საგზაო სამუშაოების გამო, წუხელ, 23:00 საათიდან დღეს, 23:00 საათამდე სამტრედიის ქუჩის ერთ მონაკვეთზე (წერეთლის ქუჩიდან აგლაძის ქუჩისკვეთამდე) საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტა. თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი აღნიშნულ პერიოდში იმოძრავებს ალტერნატიული გზით.

თბილისის მერია მოქალაქეებს შეფერხებისთვის ბოდიშს უხდის.