შალვა რამიშვილის კომენტარი პროკურატურაში შესვლამდე | Allnews.Ge

შალვა რამიშვილის კომენტარი პროკურატურაში შესვლამდე

მე ვაპირებ ჩემი უფლებების და რეპუტაციის დაცვისთვის ბრძოლას, - ამის შესახებ ჟურნალისტმა შალვა რამიშვილმა მედიის წარმომადგენლებს მთავარ პროკურატურაში შესვლამდე განუცხადა.

რამიშვილი პროკურატურასთან მეუღლესა და ადვოკატთან ერთად მივიდა, თუმცა დაკითხვაზე საგამოძიებო ორგანოში ის მხოლოდ ადვოკატთან ერთად შევიდა.

როგორც რამიშვილმა აღნიშნა, საქმეზე ძიება ორი დღის წინ მის მიერ შეტანილი განცხადების საფუძველზე არის დაწყებული.

ამასთან, რამიშვილის ინფორმაციით, გამოძიება სავარაუდოდ, დაკითხავს თათია სამხარაძეს და ასევე "იმედის" დირექტორ ირაკლი ბახტაძეს.

 

მსახიობი თათია სამხარაძე შალვა რამიშვილის მონაწილეობით მის ხელთ არსებული აუდიო ჩანაწერის შინაარსზე საუბრობს

შალვა რამიშვილის პირველი კომენტარი პროკურატურის დატოვების შემდეგ