მელიქიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა | Allnews.Ge

მელიქიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა

თბილისში, მელიქიშვილის ქუჩის 13 ნომერში საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა.

როგორც Allnews.ge-ს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ჩამონგრეულია სახლის სამზარეულოს კედელი.

მათივე ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სამაშველო სამსახურის 2 ბრიგადა მუშაობს.

myquiz