საქართველოში 2015 წელს დაბადებულთა რიცხვი შემცირდა, გარდაცვლილთა რიცხოვნობა კი გაიზარდა | Allnews.Ge

საქართველოში 2015 წელს დაბადებულთა რიცხვი შემცირდა, გარდაცვლილთა რიცხოვნობა კი გაიზარდა

2015 წელს დაბადებულთა რიცხვი 2014 წელთან შედარებით 2.3 პროცენტით შემცირდა. ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშშია ნათქვამი.

საქსტატის მონაცემებით, 2015 წელს ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 59 249 შეადგინა. მათგან 30 902 ბიჭი და 28 347 გოგო იყო.

ამასთან, 2008 წლიდან ცოცხლად დაბადებულთა რიგითობის განაწილებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეინიშნება. "კერძოდ, დაადებულთა საერთო რიცხოვნობაში გაიზარდა მესამე და მომდევნო შვილების წილი. პირველი შვილის წილი კი შემცირდა, ხოლო მეორე შვილის წილი თითქმის უცვლელი დარჩა. ეს ტენდენცია 2015 წელსაც გაგრძელდა და წინა წელთან შედარებით პირველი შვილის პროცენტული წილი 1,8 პუნქტით შემცირდა, მესამე და მომდევნო შვილის წილი კი 1.8 პუქტით გაიზარდა, ხოლო მეორე შვილის წილი უცვლელი დარჩა", - წერია საქსტატის ანგარიშში.

ამასთან, 2015 წელს პირველი ბავშვის დაბადებისას დედის საშუალო ასაკმა 25 წელი შეადგინა.

რაც შეეხება გარდაცვალებას, 2015 წელს გარდაცვლილთა რიცხოვნობა 2014 წელთან შედარებით 0,7 პროცენტით გაიზარდა და 49 121 ადამიანი შეადგინა.

ჩვილთა მოკვდაობის კოეფიციენტმა კი 2015 წელს 8.6 პრომილე შეადგინა (1 წლამდე გარდაცვლილთა რაოდენობა 1 000 ცოცხლად დაბადებულზე), რაც წინა წელთან შედარებით 0.9 პუნქტით ნაკლებია. ამასთან 5 წლამდე გარდაცვლილთა კოეფიციენტი 1000 ცოცხლად დაბადებულზე 2014 წელთან შედარებით 0,7 პუნქტით შემცირდა და 10,2 პრომილე შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2015 წელს დარეგისტრირებულ ქორწინებაზეც წერს, რაც 2014 წელთან შედარებით 7,5 პროცენტით შემცირდა და 29 157 შეადგინა.

რაც შეეხება განქორწინებას, საქსტატის მონაცემებით, 2015 წელს რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდეობამ 9 112 შეადგინა და წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით თითქმის უცვლელი დარჩა.

myquiz