ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა ბრიუსელის ტერაქტის დროს დაჭრილ ბრაზილიელ კალათბურთელს შეხვდა | Allnews.Ge

ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა ბრიუსელის ტერაქტის დროს დაჭრილ ბრაზილიელ კალათბურთელს შეხვდა

ბრიუსელში, ზავენტემის აეროპორტში მომხდარი აფეთქების დროს დაჭრილი ბრაზილიელი კალათბურთელი სებასტიან ბელინი ქართველმა ჟურნალისტმა ქეთევან ქარდავამ კლინიკაში მოინახულა.

ბრიუსელის ტერაქტს გადარჩენილები კანადურმა ტელეკომპანია CBC-მა შეახვედრა ერთმანეთს.

ემოციური შეხვედრა ბრიუსელის ერთ-ერთ კლინიკაში შედგა, სადაც ვეტერანი კალათბურთელი მკურნალობას გადის. ტელეკომპანიის ეთერში მალე მათი შეხვედრის ამსახველი სიუჟეტიც გავა.

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" კორესპონდენტი პირველი იყო, რომელმაც ბრიუსელის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შესახებ აცნობა მსოფლიოს. მისმა ფოტოებმა ჯერ სოციალური ქსელი, შემდეგ კი მსოფლიოს ცნობილი გამოცემები მოიარა. ერთ-ერთი პირველი, ვინც მან ფოტოზე აღბეჭდა მძიმედ დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი იყო, რომელიც მოგვიანებით გაირკვა რომ ბრაზილიელი კალათბირთელი იყო. 37 წლის კალათბურთელი აფეთქების ადგილიდან 20 მეტრში იმყოფებოდა და სერიოზული დაზიანებები მიიღო, მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.

ქარდავამ შეხვედრის შესახებ ფეისბუქზე პოსტი დაწერა:

"მადლობა სებასტიანს. ყველაზე ემოციური დღე ჩემს ცხოვრებაში. სებასტიანი დარწმუნებულია, რომ ბედისწერამ გადაგვარჩინა. მკურნალობს და ყველაფერი კარგად იქნება".

 

იხილეთ სტატიის ინგლისურენოვანი ვერსია: Emotional meeting after Brussels attack: Georgian journalist reunites with the injured man she photographed

myquiz