შორენა ბეგაშვილის შვილისთვის გუშინ ჩატარებული მორიგი ოპერაცია გართულებების გარეშე დასრულდა | Allnews.Ge

შორენა ბეგაშვილის შვილისთვის გუშინ ჩატარებული მორიგი ოპერაცია გართულებების გარეშე დასრულდა

მსახიობ შორენა ბეგაშვილის შვილისთვის გუშინ ჩატარებული 4 საათიანი ოპერაცია გართულებების გარეშე დასრულდა.

როგორც იაშვილის კლინიკის მიერ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პაციენტი გადაყვანილია კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში.

"იაშვილის კლინიკის ტრავმატოლოგთა გუნდის მიერ ჩატარებული 4 საათიანი ოპერაცია გართულებების გარეშე დასრულდა. პაციენტი გადაყვანილია კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში", - ნათქვამია განცხადებაში.

შორენა ბეგაშვილის 14 წლის ქალიშვილი რამდენიმე დღის წინ საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულიდან გადმოვარდა. პაციენტი კლინიკაში მრავლობითი მოტეხილობებით შეიყვანეს. მას პირველი ოპერაცია 28 მარტს ჩაუტარდა.