შორენა ბეგაშვილის შვილს დღეს კიდევ ერთი ოპერაცია ჩაუტარდება
მსახიობ შორენა ბეგაშვილის შვილს დღეს კიდევ ერთი ოპერაცია ჩაუტარდება. როგორც იაშვილის კლინიკის განცხადებაშია ნათქვამი, ამჯერად დაგეგმილია ოპერაციის მეორე ეტაპი ტრავმატოლოგთა გუნდის ჩართულობით.
არასრულწლოვან გოგონას გუშინ ნეიროქირურგებისა და ტრავმატოლოგების მიერ ხერხემალზე გაუკეთდა ოპერაცია. როგორც კლინიკის მიერ "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 9-საათიანმა ოპერაციამ გართულების გარეშე ჩაიარა.
"იაშვილის კლინიკის ნეიროქირურგებისა და ტრავმატოლოგების მიერ ჩატარებული 9 საათიანი ოპერაცია გართულებების გარეშე დასრულდა. პაციენტი გადაყვანილია კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. ხვალ დილიდან იგეგმება ოპერაციის მეორე ეტაპი ტრავმატოლოგთა გუნდის ჩართულობით," - ნათქვამია გუშინ, გვიან საღამოს გავრცელებულ განცხადებაში.
შორენა ბეგაშვილის 14 წლის ქალიშვილი 2 დღის წინ საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულიდან გადმოვარდა. პაციენტი კლინიკაში მრავლობითი მოტეხილობებით შეიყვანეს.