შორენა ბეგაშვილის შვილი გონზეა და მას საოპერაციოდ ამზადებენ
შორენა ბეგაშვილის შვილს იაშვილის კლინიკაში ოპერაციას დღეს გაუკეთებენ. კლინიკის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ პაციენტი გონზეა და მას საოპერაციოდ ამზადებენ. არსებული ინფორმაციით, 14 წლის ევა ბარბაქაძეს 12:00 საათზე ნეიროქირურგები თავდაპირველად ხერხემალზე ჩაუტარებენ ოპერაციას.
ხერხემლის ოპერაციის შემდეგ კი გადაწყდება, დღესვე გაუკეთებენ თუ არა პაციენტს ოპერაციებს ხელსა და ფეხზე.
Allnews.ge-მ გაარკვია, რამდენიმე დეტალი 14 წლის ევას ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ. როგორც ჩვენი წყარო ამბობს, მოზარდმა გუშინ პირველად ჭამა საჭმელი. კონტაქტურია, ისაუბრა კიდეც და ფეხი აამოძრავა.
მსახიობისა და ტელეწამყვანის 14 წლის ქალიშვილი 2 დღის წინ საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულიდან გადმოვარდა. პაციენტი კლინიკაში მრავლობითი მოტეხილობებით შეიყვანეს.