თბილისში მოხატული ზებრა გადასასვლელები გამოჩნდა | Allnews.Ge

თბილისში მოხატული ზებრა გადასასვლელები გამოჩნდა

დიდუბის რაიონში, ბელიაშვილის ქუჩაზე პირველი ზებრა გადასასვლელი მოიხატა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიას, "შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის" დიდუბის რაიონის გამგეობა შეუერთდა პროექტით "მოხატე უსაფრთხოება".

კამპანიის ფარგლებში თბილისის სამხატვრო აკადემიისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ქვეითთა გადასასვლელი მოხატეს.

როგორც გამგეობაში ALLNEWS.GE-ს განუცხადეს, დღეს, კიდევ ერთი გადასასვლელის მოხატვა, რობაქიძის 2 ნომერშია დაგეგმილი.

,,გადასასვლელების მოხატვა გამგეობის ინიციატივა იყო. მოგეხსენებათ, ე.წ. "ზებრები" მსოფლიოს ბევრ სხვადასხვა ადგილასაა მოხატული. პროექტის მიზანი მოქალაქეთა თვითშეგნების ამაღლება და უსაფრთხოების ზომებზე მეტი ყურადღების გამახვილებაა."-აღნიშნავენ გამგეობაში.

გამგეობაში იმედოვნებენ, რომ ინიციატივას სხვა კერძო და საჯარო უწყებებიც შეუერთდებიან. პროექტი გოგა ჩანადირის მხარდაჭერით განხორციელდა.

 

ქრისტინე გამთენაძე

თბილისში ე.წ ზებრა ხაზები მოიხატება

myquiz