სამების ტაძარში განთავსებულ სტამბაში 1200 კვ მეტრი ფართი დაიწვა
სამების ტაძარში განთავსებულ სტამბაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 1200 კვ მეტრი ფართი დაიწვა. ადგილზე მობილიზებული იყო 15 სახანძრო-სამაშველო ერთეული და 100 მეხანძრე-მაშველი.
სამების საკათედრო ტაძარში ხანძარი გუშინ დაახლოებით 14.00 საათისთვის გაჩნდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ადგილზე იმყოფებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ზვიად ქაწაშვილი და თბილისის მერი დავით ნარმანია.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.