სამებაში გაჩენილ ხანძარს ამ დრომდე აქრობენ | Allnews.Ge

სამებაში გაჩენილ ხანძარს ამ დრომდე აქრობენ

სამების საკათედრო ტაძარში მეხანძრე-მაშველები ცეცხლს ამ დრომდე აქრობენ. როგორც Allnews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ცეცხლი ლოკალიზებულია, თუმცა მისი ლიკვიდირება ამ დრომდე არ მომხდარა. ადგილზე 10 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს.

რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ მიზეზს, სასულიერო პირები სხვადასხვა ვერსიებზე საუბრობენ. მათი ვარაუდით, ცეცხლი ელექტროკაბელებს გაუჩნდა.

არის ვერსიაც, თითქოს ხანძარი სამების საკათედრო ტაძარში სტამბიდან გაჩნდა.

სასულიერო პირები სამებაში გაჩენილი ხანძრის ვერსიებზე საუბრობენ