სამების ტაძარში მეხანძრეები ხანძრის კერას ეძებენ | Allnews.Ge

სამების ტაძარში მეხანძრეები ხანძრის კერას ეძებენ

სამების საკათედრო ტაძარში ძლიერი დაკვამლიანებაა. როგორც Allnews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, კვამლი სამების ტაძრის პირველ სართულზეა.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და სამაშველო ეკიპაჟები. მეხანძრე-მაშველები ხანძრის კერას ეძებენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ტაძრიდან მოქალაქეების ევაკუირება დროულად მოხერხდა. ამ დროის მონაცემებით დაშავებული არავინაა.