ხვალ ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი | Allnews.Ge

ხვალ ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი

მთელი საქართველოს მასშტაბით ხვალ ამინდი გაუარესდება. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განაცხადა, ამაღამ როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი.

მისივე თქმით, ხვალ საქართველოში კვლავ მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, მაღალმთიან რაიონებში ზოგან ქარბუქი. იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +6, +11 გრადუსი იქნება.

როგორც ნიორაძემ აღნიშნა, მთელი საქართველოს მასშტაბით ცივი ამინდი შენარჩუნდება 21 მარტსაც, დღის ტემპერატურა კი +5, +10 გრადუსის ფარგლებში იქნება.

მისივე თქმით, 22 მარტიდან შედარებით გამოიდარებს, მაგრამ ცალკეულ რაიონებში მცირე ნალექი შენარჩუნდება. დღის ტემპერატურაც ნელ-ნელა მოიმატებს, თუმცა ღამის ტემპერატურა ჯერჯერობით დაბალი იქნება.

myquiz