"გუდვილში" ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა
"გუდვილში" ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა დაკვამლიანების გამო ადგილზე სახანძრო ბრიგადები ჯერ კიდევ მუშაობენ. ჰიპერმარკეტთან ამ დრომდე რჩება პოლიცია.
როგორც Allnews.ge-ს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პრესსამსახურში განუცხადეს, დაშავებულია ორი ადამიანი. ერთ პირს ინტოქსიკაცია აღენიშნება, თუმცა მისი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება არ არსებობს. რაც შეეხება მეორე დაშავებულს, მას სხეულზე დაზიანებები, ტრავმა აქვს მიყენებული. ამ წუთებში ის სასწრაფო სამედიცინო ცენტრის ბრიგადას ქირურგიის ინსტიტუტში გადაჰყავს.
"გუდვილის" თანამშრომლების განცხადებით, დაახლოებით 12.00 საათისთვის შენობაში სინათლე ჩაქრა, რის შემდეგაც მალევე ძლიერი დაკვამლიანება შენიშნეს.
ადგილზე სახანძრო და სამაშველო სამსახურის შვიდი ბრიგადა მუშაობდა. შენობიდან განხორციელდა თანამშრომლების ევაკუაცია.