ინგა გრიგოლია დაკითხვაზე დაიბარეს | Allnews.Ge

ინგა გრიგოლია დაკითხვაზე დაიბარეს

ფარულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მთავარ პროკურატურაში ჟურნალისტი ინგა გრიგოლია დაიბარეს.

როგორც ინგა გრიგოლიამ განაცხადა, დაკითხვა 12:00 საათზე დაიწყება. ჟურნალისტი აცხადებს, რომ მას არ აქვს ინფორმაცია ფარულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით, თუმცა მზად არის გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის.

"მაქსიმალურად შევეცდები მივაწოდო ყველა ინფორმაცია, რაც გამოძიებას დააინტერესდება", - აღნიშნა გრიგოლიამ.