17 წლის გოგონამ ერთი დღით შინაგან საქმეთა მინისტრის სავარძელი დაიკავა | Allnews.Ge

17 წლის გოგონამ ერთი დღით შინაგან საქმეთა მინისტრის სავარძელი დაიკავა

17 წლის ქეთევან მჟავანაძე ბერი ანდრიას სახელობის ფონდის ბენეფიციარია. გოგონას შინაგან საქმეთა მინისტრმა სურვილი აუსრულა და შს სამინისტროში უმასპინძლა. გიორგი მღებრიშვილმა ქეთევანს სამუშაო კაბინეტი და სამინისტროს შენობა დაათვალიერებინა, შემდეგ კი საკუთარი ავტომანქანით საპატრულო პოლიციის დეპარტამენტშიც მიიყვანა, სადაც გოგონას საჩუქრად პატრულ-ინსპექტორის ფორმა და სიმბოლური სუვენირები გადასცეს.

სამინისტროში სტუმრობის შემდეგ, ქეთევანს შესაძლებლობა ჰქონდა, რამდენიმე საათით საპატრულო პოლიციის ეკიპაჟთან ერთად თბილისის ქუჩებში პატრულირება განეხორციელებინა.

ბერი ანდრიას ფონდი სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვებსა და მათ ოჯახებს სხვადასხვა მიმართულებით ეხმარება.

ფონდის ერთ-ერთი პროექტის თანახმად, ბენეფიციარები მათთვის სასურველ მინისტრს ხვდებიან და ერთი დღით სიმბოლურად მათ თანამდებობას იკავებენ.

myquiz