ვაკეში ტექნიკის მაღაზიას ცეცხლი გაუჩნდა
ვაკეში, ჭავჭავაძის #19-ში მდებარე ტექნიკის მაღაზიას ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო ორი სახანძრო მანქანა.
ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. მაღაზიისთვის მიყენებული ზარალი ჯერ დადგენილი არ არის.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.