პოლიციასთან ჩხუბის გამო 7 პირი დააკავეს | Allnews.Ge

პოლიციასთან ჩხუბის გამო 7 პირი დააკავეს

თელავში, პოლიციასთან ჩხუბის გამო, სამართალდამცველებმა 7 პირი დააკავეს. ინციდენტი, ერთ-ერთ კაფეში მოხდა. თვითმხილველების თქმით, პოლიციასა და არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ პირებს შორის შელაპარაკებისას, ერთ-ერთმა პოლიციელის მისამართით, ე.წ გაზის იარაღიდან გაისროლა.

ინციდენტის დროს კაფის ინვენტარი დაზიანდა. სამართალდამცველებმა ექვსი პირი დააკავეს. ისინი კახეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან გადაყვანილები.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 239-ე და 353-ე მუხლებით აღიძრა, რაც ხულიგნობას და პოლიციის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.