თბილისში საპროტესტო აქცია "არა გაზპრომს" გაიმართა | Allnews.Ge

თბილისში საპროტესტო აქცია "არა გაზპრომს" გაიმართა

"არა "გაზპრომს"!", - ამ ლოზუნგით, "თავისუფალი ზონის" ორგანიზებით, საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეები "გაზპრომის" ქართულ ბაზარზე შემოსვლას დაუშვებლად მიიჩნევენ.

შეკრებილები თავისუფლების მოედნიდან ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციამდე საპროტესტო მსვლელობით მივიდნენ.

"ვაპროტესტებთ ბიძინა ივანიშვილის სურვილს, შემოიყვანოს "გაზპრომი" საქართველოში. ეს პუტინითვის არის ძალიან დიდი იარაღი, რითაც ჩვენი ქვეყნის გამყინვარებას მოახდენს. "გაზპრომი" პირდაპირ უშლის ხელს ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსს და თავისუფლებას", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ დავით გოგოხიამ.

myquiz