თელავში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები გაირკვა | Allnews.Ge

თელავში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები გაირკვა

თელავის რაიონის სოფელ ვარდისუბანში მოკლული ვეფხია გლურჯიძის დედა ციცინო გოგოლაძე აცხადებს, რომ მის შვილსა და მეზობელს დაპირისპირება დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდათ.

ციცინო გოგოლაძის თქმით, მეზობელს, რომელმაც შვილი მოუკლა, მისი რძალი მოსწონდა. მისივე თქმით, მეზობელი მათ მუქარის წერილებს უგზავნიდა და სავარაუდოდ ამან გამოიწვია კამათი.

თელავის რაიონის სოფელ ვარდისუბანში მკვლელობა დღეს მოხდა. 50 წლამდე ასაკის მამაკაცი ვეფხვია გლურჯიძე მეზობელმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ე.წ. სპიცით დაჭრა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, დაჭრილი ტაქსით ცდილობდა საავადმყოფოში მისვლას, რა დროსაც გზაში გარდაიცვალა.

myquiz