თელავში 40 წლამდე მამაკაცი მოკლეს | Allnews.Ge

თელავში 40 წლამდე მამაკაცი მოკლეს

მკვლელობა მოხდა თელავის რაიონის სოფელ ვარდისუბანში.

40 წლამდე მამაკაცი ვეფხვია გლურჯიძე მეზობელმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ე.წ. სპიცით დაჭრა.

როგორც ჩვენი კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, დაჭრილი ტაქსით ცდილობდა საავადმყოფოში მისვლას, რა დროსაც გზაში გარდაიცვალა.

ტაქსის მძღოლი ამ დროისთვის დაკითხვაზე იმყოფება. ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.

myquiz