გლდანის საშაურმეში აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა
გლდანში, ერთ-ერთ საშაურმეში მომხდარი აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა და სავარაუდოდ, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია.
როგორც Allnews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მიმდინარეობს გამოძიება, სსკ-ის 240-ე მუხლით, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.