მასწავლებელი სამირა ბაირამოვას გატაცების ამბავს იხსენებს | Allnews.Ge

მასწავლებელი სამირა ბაირამოვას გატაცების ამბავს იხსენებს

სამირა ბაირამოვას მასწავლებელი ციცინო ჩავრაშვილი, რომელიც 17 წლის გოგონას გატაცებას შეესწრო, გატაცების დეტალებს იხსენებს.

როგორც მასწავლებელი ამბობს, მან დაინახა გოგონა როგორ უწევდა წინააღმდეგობას გამტაცებლებს, თუმცა მათ მაინც შეძლეს გოგონას წაყვანა.

მასწავლებლის თქმით, ოჯახი გოგონას უყურადღებოდ არ ტოვებდა და სკოლაშიც კი ბებია დაყვებოდა.

შეგახსენებთ, რომ 4 დღის წინ გატაცებული 17 წლის გოგონა რამდენიმე საათის წინ იპოვეს. სამირა ბაირამოვას მამის ინფორმაციით, მისი შვილი უკვე პოლიციას ჰყავს.

რაც შეეხება სავარაუდო გამტაცებლებს, ბაირამოვები მათი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას ამ დრომდე არ ფლობენ. ბაირამოვას მშობლების თქმით, გამტაცებლებმა გოგონა ტაქსით გამოუშვეს და არასრულწლოვანი ფონიჭალაში ერთ-ერთ მაღაზიაში მივიდა, საიდანაც მამის მობილურ ტელეფონზე დარეკა და მშობლებს შეატყობინა, რომ თავისუფალია.

სამირა ბაირამოვას მამის განმარტებით, სატელეფონო ზარის მიღების შემდეგ, სამართალდამცველები გოგონას მიერ მითითებულ მისამართზე მივიდნენ და გატაცებული პოლიციის შენობაში გადმოიყვანეს. მშობლების და ახლობლების თქმით, სამირა ბაირამოვა ჯერ არ უნახავთ.