ოსეთის ქუჩაზე ხანძარს მამაკაცი ემსხვერპლა | Allnews.Ge

ოსეთის ქუჩაზე ხანძარს მამაკაცი ემსხვერპლა

თბილისში, ვეძისში, ოსეთის ქუჩაზე ასაკოვანი მამაკაცი სახლის გვერდზე მდგომ დამხმარე ნაგებობაში ხანძრის გაჩენის შედეგად გარდაიცვალა. როგორც შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განაცხადეს, სახანძრო სამსახური მეზობლებმა გამოიძახეს, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, მამაკაცი სახლის გვერდით მდგომ დამხმარე ნაგებობაში იმყოფებოდა, რა დროსაც ხანძარი გაჩნდა. მათივე ინფორმაციით, იყო საშიშროება, რომ ცეცხლი გვერდით შენობებზეც გადასულიყო, თუმცა ამ დროისთვის ხანძრის ლოკალიზებულია.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია.

myquiz