სინოპტიკოსების პროგზონით, თბილისში ნისლი რამდენიმე საათში შემცირდება | Allnews.Ge

სინოპტიკოსების პროგზონით, თბილისში ნისლი რამდენიმე საათში შემცირდება

სინოპტიკოსების პროგზონით, თბილისში ნისლი რამდენიმე საათში შემცირდება თბილისში ძლიერი ნისლი კიდევ რამდენიმე საათის განმავლობაში შენარჩუნდება, შემდეგ კი ხილვადობა გაუმჯობესდება, - ამის შესახებ Allnews გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურის უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა.

მისივე განმარტებით, გამოდარება დაახლოებით 12:00 საათის შემდეგ არის ნავარაუდევი.

"ამ პერიოდს - როცა კასპიის ზღვიდან ვრცელდება ცივი ჰაერის მასა, ნისლი ყოველთვის ახასიათებს. თბილისში 100 %-იანი სინოტივეა, თბილ ჰაერთან ურთიერთქმედება კი ქმნის ხელსაყრელ პირობებს იმისთვის, რომ ნისლი წარმოიქმნას. ეს ამ პერიოდში იშვიათი მოვლენა არ არის, თუმცა დღეს ნისლი დიდხანს არ გაგრძელდება, დღის პირველ ნახევრამდე, დაახლოებით 12:00 საათამდე იქნება, ამის შემდეგ კი თანდათან შესუსტდება და ხილვადობა გაუმჯობესდება. დღის მეორე ნახევრიდან გამოვა ამინდი", - განაცხადა სვეტლანა ნიორაძემ.

ძლიერი ნისლის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში წუხელ დაგეგმილი ათამდე რეისი ვერ შესრულდა, მათ შორის, ცუდი ხილვადობის გამო აეროპორტმა ვერ შეძლო იმ თვითმფრინავის მიღება, რომლითაც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უნდა ჩამოფრენილიყო.

myquiz