რადიოს საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რადიო "პალიტრამ" გუდაურში საზეიმო ღონისძიება გამართა | Allnews.Ge

რადიოს საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რადიო "პალიტრამ" გუდაურში საზეიმო ღონისძიება გამართა

იუნესკოს მიერ დაარსებულ დღეს რადიო "პალიტრამ" მსმენელს საჩუქარი გაუკეთა. გუდაურში, გონდოლასთან დამსვენებლებს სახალისო ფოტოების გადაღებისა და არაჩვეულებრივი პრიზების მოგების შესაძლებლობა მიეცათ. კონკურსის პირობების თანახმად, დამსვენებლებმა საგანგებოდ მოწყობილ რადიო "პალიტრის" ბანერთან და მანქანის ფორმის დეკორაციასთან, სახალისო ფოტოები გადაიღეს, რომლებიც  რადიო "პალიტრის" ფეისბუქის გვერდზე განთავსდება.

დამსვენებლები ამ ფოტოებზე საკუთარ თავს მონიშნავენ. ყველაზე მეტი მოწონების მქონე ფოტოს ავტორი მაღაზია Snow Arena-სგან K2-ის თხილამურს მიიღებს, ხოლო რადიო "პალიტრის" რჩეული ლოპოტაზე 2-კაციანი საგზურით დასაჩუქრდება.

ფოტოკონკურსი გაგრძელდება ორი კვირა, 13-დან 27 თებერვლამდე. გამარჯვებული 27 თებერვალს გამოვლინდება. სახალისო ფოტოკონკურსში მონაწილეობა მიიღო უამრავმა ადამიანმა, მათ შორის იყვნენ სტუმრები სხვადასხვა ქვეყნიდან. გონდოლასთან მყოფ დამსვენებლებს ფლაერები, სტიკერები და ბუშტები დაურიგდათ.

რადიო "პალიტრა" FM103.9-ზე 2008 წლიდან მაუწყებლობს. "პალიტრა" ერთადერთი რადიოა, რომელსაც გუდაურში უსმენენ.