თბილისის #62-ე სკოლაში ელექტროსადენებს ცეცხლი გაუჩნდა | Allnews.Ge

თბილისის #62-ე სკოლაში ელექტროსადენებს ცეცხლი გაუჩნდა

#62-ე სკოლაში ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა შარტავას ქუჩაზე #62-ე სკოლაში ელექტროსადენებს ცეცხლი გაუჩნდა. ამ დროისათვის ცეცხლი ლიკვიდირებულია.

როგორც Allnews-ს სკოლის თანამშრომლებმა განუცხადეს, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა და სასწავლო პროცესი განახლდება.

Allnews-ს  საგანგებო სიტუაციების სააგენტოში განუმარტეს, რომ ხანძარი #62-ე სკოლის მე-4 სართულზე ელექტროგაყვანილობის გამანაწილებელს გაუჩნდა. ადგილზე ოთხი სახანძრო ბრიგადა იყო გასული. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.