საქართველოს სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი განახლდა | Allnews.Ge

საქართველოს სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი განახლდა

სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი განახლდა საქართველოს მასშტაბით ყველა საჯარო სკოლაში დღეიდან სასწავლო პროცესი განახლდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს.

დღეიდან სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებშიც.

როგორც ცნობილია, გარკვეულ საჯარო სკოლაში, ასევე დედაქალაქის ყველა საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი 3 დღით, გრიპის ვირუსის პრევენციის გამო, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის საფუძველზე იყო შეჩერებული. ამასთან, ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში სასწავლო პროცესი დიდთოვლობით გამოწვეულმა პრობლებამაც შეაფერხა.

გაცდენილი საათები შაბათის ხარჯზე ანაზღაურდება.

myquiz