„შენი პირადი გვერდი“ - საქართველოს საპენსიო ფონდი მონაწილეებს პირადი გვერდის შესაძლებლობებს უზიარებს | Allnews.Ge

„შენი პირადი გვერდი“ - საქართველოს საპენსიო ფონდი მონაწილეებს პირადი გვერდის შესაძლებლობებს უზიარებს

სა­ქარ­თვე­ლოს სა­პენ­სიო ფონ­დი მო­ნა­წი­ლე­ებს კი­დევ ერთხელ ახ­სე­ნებს პი­რა­დი გვერ­დის იმ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, რომ­ლე­ბიც დაგ­რო­ვე­ბი­თი პენ­სი­ის მარ­თვას უფრო მარ­ტივ­სა და ხელ­მი­საწ­ვდომს ხდის.

სა­პენ­სიო სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­ნა­წი­ლე­ებს პი­რად გვერ­დზე შე­უძ­ლი­ათ, დე­ტა­ლუ­რად გა­ეც­ნონ სა­პენ­სიო და­ნა­ზოგს და გა­და­ა­მოწ­მონ, რო­მე­ლი დამ­საქ­მებ­ლის მიერ რა ოდე­ნო­ბის შე­ნა­ტა­ნი გან­ხორ­ცი­ელ­და მათ სა­ხელ­ზე თვე­ე­ბი­სა და წლე­ბის მი­ხედ­ვით.

“პი­რად გვერ­დზე შე­გიძ­ლი­ათ დე­ტა­ლუ­რად გა­ეც­ნოთ თქვენს სა­პენ­სიო და­ნა­ზოგს, ნა­ხოთ დაგ­რო­ვი­ლი თან­ხა და გა­და­ა­მოწ­მოთ, რო­მე­ლი დამ­საქ­მებ­ლის მიერ რა ოდე­ნო­ბის შე­ნა­ტა­ნი გან­ხორ­ცი­ელ­და თქვენს სა­ხელ­ზე თვე­ე­ბი­სა და წლე­ბის მი­ხედ­ვით. დაგ­რო­ვი­ლი თან­ხის სა­ერ­თო მო­ცუ­ლო­ბის ნახ­ვა ასე­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლია ბან­კის მო­ბი­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით.

პი­რა­დი გვერ­დი მხო­ლოდ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბას არ ემ­სა­ხუ­რე­ბა. ელექტრო­ნუ­ლი ხელ­მო­წე­რი­სა და შე­სა­ბა­მი­სი მო­წყო­ბი­ლო­ბის მფლო­ბე­ლებს შე­უძ­ლი­ათ დის­ტან­ცი­უ­რად გა­ა­აქ­ტი­უ­რონ პი­რა­დი გვერ­დი, აირ­ჩი­ონ სა­სურ­ვე­ლი სა­ინ­ვეს­ტი­ციო პორ­ტფე­ლი, მი­ი­ღონ სა­ჭი­რო ცნო­ბე­ბი და ელექტრო­ნუ­ლად გა­აგ­ზავ­ნონ მო­თხოვ­ნა პენ­სი­ის და­ნიშ­ვნის შე­სა­ხებ.

პი­რა­დი გვერ­დის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა მარ­ტი­ვი პრო­ცე­სია. თუ პირ­ვე­ლა­დი პა­რო­ლი ჯერ არ გაქვთ, შე­გიძ­ლი­ათ მი­მარ­თოთ სა­ქარ­თვე­ლოს სა­პენ­სიო ფონდს მი­სა­მარ­თზე: ანა პო­ლიტ­კოვ­სკა­ი­ას N14, ან ეწ­ვი­ოთ იუს­ტი­ცი­ის სახ­ლის ნე­ბის­მი­ერ ფი­ლი­ალს ქვეყ­ნის მას­შტა­ბით. ერთჯე­რა­დი ვი­ზი­ტის შემ­დეგ, სულ რამ­დე­ნი­მე წუთ­ში, თქვენ­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი გახ­დე­ბა სა­პენ­სიო სქე­მის ყვე­ლა ძი­რი­თა­დი სერ­ვი­სი”, - ნათ­ქვა­მია სა­პენ­სიო სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

NS