რას სწერდა ჯორჯ ვაშინგტონი ახალციხელ ჰასან ფაშას? | Allnews.Ge

რას სწერდა ჯორჯ ვაშინგტონი ახალციხელ ჰასან ფაშას?

ჯორჯ ვა­შინგტო­ნი­სა და ჰა­სან ფა­შას მი­მო­წე­რის შე­სა­ხებ ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ამე­რი­კუ­ლი რო­მა­ნი “ალ­ჟი­რე­ლი ტყვე” 1797 წელს გა­მო­აქ­ვეყ­ნა ამე­რი­კელ­მა დრა­მა­ტურ­გმა და იუ­რის­ტმა რო­ი­ალ ტა­ი­ლერ­მა. სა­ვა­რა­უ­დოდ, ავ­ტო­რი ეყ­რდნო­ბო­და იმ ამე­რი­კელ მე­ზღვა­ურ­თა და დიპ­ლო­მატ­თა ნა­ამ­ბობს, რო­მელ­თაც ალ­ჟი­რის მმარ­თვე­ლი თა­ვად იხი­ლეს. ტა­ი­ლე­რის ნა­წარ­მო­ე­ბი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობ­და და აშშ-ში რამ­დენ­ჯერ­მე გა­მო­ი­ცა.

  • სა­ქარ­თვე­ლო­ში ცო­ტამ თუ იცის ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პირ­ველ პრე­ზი­დენტს, ჯორჯ ვა­შინგტონ­სა და ალ­ჟი­რის მმარ­თველს, ახალ­ცი­ხელ ჰა­სან ფა­შას შო­რის მი­წერ-მო­წე­რის შე­სა­ხებ. ამ სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბებს ის­ტო­რი­კო­სი კონ­სტან­ტი­ნე ფე­რა­ძე გვაწ­ვდის.

- 1815-1830 წლებ­ში ამე­რი­კის გე­ნე­რა­ლუ­რი კონ­სუ­ლი ალ­ჟირ­ში მი­იჩ­ნევ­და, რომ ეს ქვე­ყა­ნა ფუნ­და­მენ­ტუ­რად გან­სხვავ­დე­ბო­და მის­თვის ცნო­ბილ სხვა ქვეყ­ნე­ბის­გან. მსგავ­სი იყო მხო­ლოდ მამ­ლუქ­თა ეგ­ვიპ­ტე, სა­დაც მთელ სა­ხელ­მწი­ფოს უცხო­ე­თი­დან გად­მო­სახ­ლე­ბულ­ნი მარ­თავ­დნენ. ოს­მა­ლე­თის სხვა პრო­ვინ­ცი­ე­ბის მსგავ­სად, ალ­ჟი­რის სა­ფა­შოს მმარ­თვე­ლი ელი­ტაც ოს­მა­ლურ ყა­ი­და­ზე იყო ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი. თა­ნა­მედ­რო­ვე მკვლევ­რე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ის სა­კუ­თარ რი­გებ­ში მხო­ლოდ “თურქ” მო­ხე­ლე­ებს იღებ­და და აწი­ნა­უ­რებ­და, რი­თაც ინარ­ჩუ­ნებ­და მმარ­თვე­ლო­ბის ოს­მა­ლურ სის­ტე­მას. თურ­ქად კი ით­ვლე­ბო­და ის, ვინც არ იყო არა­ბი და ვინც ქვეყ­ნის გა­რეთ და­ი­ბა­და.

ის­ტო­რი­კო­სე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ თურ­ქად შე­იძ­ლე­ბა წო­დე­ბუ­ლი­ყო ბულ­გა­რე­ლი, ბერ­ძე­ნი, ალ­ბა­ნე­ლი, ჩეხი, იტა­ლი­ე­ლი, კორ­სი­კე­ლი და მრა­ვა­ლი სხვა. “თურ­ქი­სა” და ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლის შვი­ლი უკვე აღარ მი­იჩ­ნე­ო­და თურ­ქად და მას ყუ­ლ­ოღ­ლის ეძახ­დნენ. ეს კა­ტე­გო­რია მოკ­ლე­ბუ­ლი იყო მმარ­თვე­ლი წრის პრი­ვი­ლე­გი­ებს. ალ­ჟირ­ში სა­კუ­თა­რი ნე­ბით სახ­ლდე­ბოდ­ნენ ევ­რო­პე­ლი მე­ზღვა­უ­რე­ბიც, რომ­ლებ­საც რე­ნე­გა­ტებს ეძახ­დნენ. ისი­ნი, რო­გორც წესი, გა­მუს­ლი­მე­ბუ­ლი ქრის­ტი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ და ალ­ჟირ­ში ჩა­მო­დი­ოდ­ნენ მი­მალ­ვის მიზ­ნით ან სა­კუ­თარ ქვეყ­ნებ­ში უპერ­სპექ­ტი­ვო­ბის გამო. ალ­ჟი­რის სა­ფა­შო­ში ცხოვ­რობ­დნენ მამ­ლუ­ქე­ბიც, თუმ­ცა მათი რა­ო­დე­ნო­ბა იმ­დე­ნად უმ­ნიშ­ვნე­ლო იყო, რომ უცხო­ე­ლე­ბი მა­თაც რე­ნე­გა­ტებს ეძახ­დნენ. ალ­ჟი­რი დიდი შე­საძ­ლებ­ლო­ბის ქვე­ყა­ნა იყო. აქ შე­იძ­ლე­ბო­და სწრა­ფად გამ­დიდ­რე­ბა და ასე­ვე სწრა­ფად დაგ­რო­ვე­ბუ­ლი ქო­ნე­ბის და­კარ­გვაც. მე­კობ­რე­ო­ბა სარ­ფი­ა­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა იყო, ზღვა­ში გა­სულ ალ­ჟი­რე­ლებს შე­იძ­ლე­ბა ისე­თი ხო­მალ­დი ჩა­ეგ­დოთ ხელთ, რომ­ლის ტვირ­თი, მე­ზღვა­ურ­თა გა­მო­სას­ყი­დი და თა­ვად ხო­მალ­დის ღი­რე­ბუ­ლე­ბა, რამ­დენ­ჯერ­მე აღე­მა­ტე­ბო­და ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტის წლი­ურ ხელ­ფასს.

შე­საძ­ლოა, ახალ­გაზ­რდა ჰა­სა­ნი ოს­მა­ლურ ახალ­ცი­ხე­ში და­ნა­ხუ­ლი უპერ­სპექ­ტი­ვო­ბის გამო გა­და­სახ­ლდა სიმ­დიდ­რი­თა და მე­კობ­რე­ე­ბით სა­ხელ­გან­თქმულ ალ­ჟირ­ში. მისი ზუს­ტი სა­ხე­ლი და გვა­რი უც­ნო­ბია. ჰა­სა­ნის წარ­მო­მავ­ლო­ბის შე­სა­ხებ გვაქვს შემ­დე­გი ინ­ფორ­მა­ცია: 1775 წელს, რო­დე­საც ალ­ჟი­რის ფა­შამ, მუ­ჰამ­მად ბინ უსა­მა დეიმ (1766-1791), იგი სტამ­ბოლ­ში სულ­თან­თან მი­ავ­ლი­ნა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მი­სი­ით, ალ­ჟი­რის მო­მა­ვალ­მა გამ­გე­ბელ­მა აჰის­კე­ლი (ახალ­ცი­ხე­ლი) ჰა­სან იბნ იუ­სუ­ფის სა­ხე­ლით და­წე­რა მცი­რე ნაშ­რო­მი “ალ­ჟი­რის ის­ტო­რია, ანუ თაჰზიბ ეთ-თე­ვა­რიჰ”. ამ თხზუ­ლე­ბის დე­და­ნი სტამ­ბო­ლის თოფ­კა­პის სა­სახ­ლის მუ­ზე­უმ­ში ინა­ხე­ბა და მის კა­ტა­ლოგ­შია შე­სუ­ლი. იგი­ვეა აღ­წე­რი­ლი ის­მა­ილ ოზე­ნის კრე­ბულ­ში “ოს­მა­ლო ავ­ტო­რე­ბი”. ოზე­ნის გა­მო­ცე­მა­ში ვკი­თხუ­ლობთ ჰა­სა­ნის ქარ­თუ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის შე­სა­ხებ, რაც ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია 1793 წლის 22 აგ­ვის­ტო­თი და­თა­რი­ღე­ბულ დიპ­ლო­მა­ტი­ურ მი­მო­წე­რა­ში ბრი­ტა­ნელ სა­ი­მონ ლუ­კას­სა და ბრი­ტა­ნე­თის სამ­ხედ­რო უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნელ ჰენ­რი დუნ­დასს შო­რის, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ სიდი ანუ ბა­ტო­ნი ჰა­სა­ნი ქარ­თვე­ლია. სა­ვა­რა­უ­დოდ, ჰა­სა­ნი იყო გა­მაჰ­მა­დი­ა­ნე­ბუ­ლი ახალ­ცი­ხე­ლი მეს­ხი.

screenshot-2026-06-02-194956-1780415413.jpg
ჰა­სან ფა­შას ძეგლი თურ­ქეთ­ში, ქა­ლაქ ჩეს­მე­ში

1899 წ.1730-იანი წლე­ბი­სათ­ვის ახალ­ცი­ხის სა­ფა­შოს დიდ­გვა­რო­ვან­თა უმე­ტე­სო­ბა მაჰ­მა­დი­ა­ნი იყო, გლე­ხე­ბის ნა­წი­ლი კი ისევ ინარ­ჩუ­ნებ­და ქრის­ტი­ა­ნულ სარ­წმუ­ნო­ე­ბას. მუ­რად ქა­სა­ბის წიგნ­ში “ოს­მა­ლე­თის ქარ­თვე­ლე­ბი” და­სა­ხე­ლე­ბუ­ლია არა­ერ­თი ახალ­ცი­ხე­ლი ქარ­თვე­ლი, რომ­ლე­ბიც ამ პე­რი­ოდ­ში, ჰა­სა­ნის მსგავ­სად, ოს­მა­ლე­თის იმ­პე­რი­ა­ში საკ­მა­ოდ მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე მსა­ხუ­რობ­დნენ. სა­ი­მონ ლუ­კა­სის ცნო­ბით, ქა­ლაქ ახალ­ცი­ხეს ოს­მა­ლე­ბი აჰის­კას ეძახ­დნენ და ეს გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი სა­ხელ­წო­დე­ბა დღემ­დეა შე­მორ­ჩე­ნი­ლი. თურ­ქუ­ლი ორი­ენ­ტა­ცი­ის ე.წ. თურ­ქი მეს­ხე­ბი სა­კუ­თარ ეთ­ნი­კურ ჯგუფს აჰის­კა თურქლე­რის, ანუ ახალ­ცი­ხელ თურ­ქებს უწო­დე­ბენ.

- ჰა­სან ფა­შას რა­ტომ სწერ­და ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტი ჯორჯ ვა­შინგტო­ნი, რა ცნო­ბე­ბია ამის შე­სა­ხებ?

- ჰა­სა­ნი ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდა გა­იწ­ვი­ეს ოს­მა­ლურ ჯარ­ში, ალ­ჟირ­ში. უცხო გა­რე­მო­ში მოხ­ვედ­რი­ლი ჰა­სა­ნი სის­ხარ­ტის, გა­ნათ­ლე­ბი­სა და სი­მა­მა­ცის გამო ჯერ მცი­რე სამ­ხედ­რო გემ­ზე მი­ავ­ლი­ნეს, შემ­დეგ კი სა­ფა­შოს სამ­ხედ­რო ხო­მალ­დზე გა­და­იყ­ვა­ნეს მე­თა­უ­რის რან­გში. 1770 წელს ის ოს­მა­ლუ­რი ფლო­ტის ალ­ჟი­რის ხო­მალდთა შე­ნა­ერ­თს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და შავ ზღვა­ზე რუ­სე­თის ფლო­ტის წი­ნა­აღ­მდეგ. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა