გმირი ძაღლები, რომლებიც მსოფლიომ დაიმახსოვრა და მათი სევდიანი ისტორიები | Allnews.Ge

გმირი ძაღლები, რომლებიც მსოფლიომ დაიმახსოვრა და მათი სევდიანი ისტორიები

ძაღ­ლი სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ადა­მი­ა­ნის უპი­რო­ბო მე­გო­ბა­რი და დამ­ცვე­ლია. ამ­ბე­ბი ძაღ­ლე­ბის ერ­თგუ­ლე­ბის, სი­მა­მა­ცი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის შე­სა­ხებ იმ­დე­ნად ემო­ცი­უ­რია, რომ ზოგ­ჯერ ნამ­დვილ ზღა­პარს ჰგავს. თუმ­ცა ეს რე­ა­ლო­ბაა: რე­ა­ლუ­რი გმი­რე­ბი, რო­მელ­თა ის­ტო­რი­ებს მსოფ­ლი­ოს მეხ­სი­ე­რე­ბი­დან ვე­რა­ვინ მოშ­ლის.

მო­დით, გა­ვიხ­სე­ნოთ ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ოთხფე­ხა გმი­რე­ბი: ჰა­ჩი­კო, ბალ­ტო, ტოგო, ლა­ი­კა და რა თქმა უნდა, კუ­პა­ტა - ჩვენს გუ­ლებ­ში სა­მუ­და­მოდ დარ­ჩე­ნი­ლი ბა­თუ­მე­ლი მე­გო­ბა­რი.

  • ჰა­ჩი­კო - ერ­თგუ­ლე­ბის უკ­ვდა­ვი სიმ­ბო­ლო

capture-1779090123.jpg

ჰა­ჩი­კო ია­პო­ნი­ა­ში ერ­თგუ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი სიმ­ბო­ლო გახ­და. მისი პატ­რო­ნი, პრო­ფე­სო­რი ჰი­დე­სა­ბუ­რო უენო ყო­ველ­დღე მა­ტა­რე­ბე­ლით მი­დი­ო­და უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და ჰა­ჩი­კო ყო­ველ სა­ღა­მოს მას სად­გურ­ზე ხვდე­ბო­და. 1925 წელს პრო­ფე­სო­რი მო­უ­ლოდ­ნე­ლად გარ­და­იც­ვა­ლა, მაგ­რამ ჰა­ჩი­კო მა­ინც აგ­რძე­ლებ­და მის ლო­დინს - ყო­ველ დღე, 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ერ­თსა და იმა­ვე დროს. ჰა­ჩი­კოს უპი­რო­ბო ერ­თგუ­ლე­ბა მთელ­მა მსოფ­ლი­ომ გა­ი­გო, დღეს კი მისი ძეგლი სად­გურ­თან ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბაა

  • ბალ­ტო და ტოგო - ძაღ­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც სი­ცო­ცხლე შე­უ­ნარ­ჩუ­ნეს ქა­ლაქს

capture-1779090154.jpg

1925 წელს ალას­კას სას­ტიკ­მა ზამ­თარ­მა და დიფ­ტე­რი­ის ეპი­დე­მი­ამ ნო­მის პორ­ტში ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე საფრ­თხის წი­ნა­შე და­ა­ყე­ნა. ერ­თა­დერ­თი წა­მა­ლი 674 მი­ლით იყო და­შო­რე­ბუ­ლი, ხოლო ამინ­დი იმ­დე­ნად სას­ტი­კი იყო, რომ თვითმფრი­ნა­ვით გა­და­ტა­ნა შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­და. ამი­ტომ გა­და­წყდა, შრა­ტი მარ­ხი­ლის ძაღ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით ჩა­მო­ე­ტა­ნათ. შეკ­რე­ბი­ლი 20 გუნ­დი­დან ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი ლე­ო­ნარდ სე­პა­ლას ჯგუ­ფი იყო, რო­მელ­მაც ურ­თუ­ლე­სი გზის გა­და­ლახ­ვა შეძ­ლო. ფი­ნა­ლურ 53 მილს ბალ­ტო მი­უ­ძღო­და წინ - ძაღ­ლი, რომ­ლის სა­ხე­ლიც ამ მი­სი­ის სიმ­ბო­ლოდ იქცა. მაგ­რამ სი­ნამ­დვი­ლე­ში ბევ­რად უფრო დიდი გმი­რო­ბა ჩა­ი­დი­ნა ტო­გომ, ციმ­ბი­რულ­მა ჰას­კიმ, რო­მელ­მაც 264 კი­ლო­მეტ­რი - სხვა გუნ­დე­ბის სა­შუ­ა­ლო მო­ნაკ­ვე­თის ათ­ჯერ მეტი გა­და­ლა­ხა და ხალ­ხის გა­დარ­ჩე­ნის­თვის გა­დამ­წყვე­ტი გზა გა­იკ­ვა­ლა. ტო­გოს გამ­ძლე­ო­ბა და და­უ­ჯე­რე­ბე­ლი ინ­ტუ­ი­ცია ალას­კა­ში უკვე ლე­გენ­დად იქცა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბალ­ტო ნომ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის გმი­რი გახ­და, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი და ის­ტო­რი­კო­სე­ბი ტო­გოს ნამ­დვილ მხსნე­ლად აღი­ა­რე­ბენ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მას ძეგლი აუ­გეს ნიუ-იორკში, ხოლო 2019 წელს Disney-მ გმი­რი ჰას­კის შე­სა­ხებ ფილ­მი გა­და­ი­ღო. დღეს ტო­გოს სა­ხელ­თან ერ­თად ბალ­ტო­საც იხ­სე­ნე­ბენ - რო­გორც ორი ძაღ­ლი, რომ­ლებ­მაც ბავ­შვე­ბი და ქა­ლა­ქი გა­და­არ­ჩი­ნეს.

  • კუ­პა­ტა - ბა­თუ­მის ქუ­ჩე­ბის ლე­გენ­და და ბავ­შვე­ბის მცვე­ლი

capture-1779090185.jpg

კუ­პა­ტას ის­ტო­რია ისე­თი­ვე ემო­ცი­უ­რი და გულ­წრფე­ლია, რო­გორც სა­უ­კე­თე­სო სა­ბავ­შვო ზღა­პა­რი. უბ­რა­ლოდ ეს ყვე­ლა­ფე­რი სი­ნამ­დვი­ლე­ში მოხ­და. მისი ყო­ველ­დღი­უ­რი რი­ტუ­ა­ლი ყვე­ლას ახ­სოვს: დი­ლის ექვს სა­ათ­ზე ჯერ ხორ­ცის მა­ღა­ზი­ას­თან მი­დი­ო­და, ელო­და, რო­დის გა­ა­ღებ­დნენ, რომ და­ე­პა­ტი­ჟე­ბი­ნათ. გას­ტრო­ნო­მი­უ­ლი სიყ­ვა­რუ­ლის გამო მა­ღა­ზი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა მას „კუ­პა­ტა“ და­არ­ქვეს. მაგ­რამ მისი მთა­ვა­რი ხიბ­ლი ბავ­შვე­ბის ზებ­რას გა­და­სას­ვლელ­ზე გა­დაყ­ვა­ნა იყო.

ყო­ველ დღე, კუ­პა­ტა შუქ­ნი­შან­თან ელო­და ბავ­შვებს, სი­ხა­რუ­ლით ხვდე­ბო­და მათ და შემ­დეგ გვერ­დით მიჰ­ყვე­ბო­და და მან­ქა­ნებს უყეფ­და, სა­ნამ უსაფრ­თხოდ არ გა­და­ა­ცი­ლებ­და ქუ­ჩა­ზე.

ეს პა­ტა­რა ცე­რე­მო­ნია იმ­დე­ნად ემო­ცი­უ­რი იყო, რომ ძა­ლი­ან მალე გავ­რცელ­და სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში. კუ­პა­ტას ამ­ბა­ვი ჯერ მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ გა­ი­გო, მერე კი მთელ­მა მსოფ­ლი­ომ.

კუ­პა­ტას ვი­დეო მოხ­ვდა Fox News-ზე, ევ­რო­პულ მე­დი­ა­ში და სხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო პლატ­ფორ­მებ­ზე. ბა­თუ­მე­ლი კუ­პა­ტა კე­თი­ლი გულ­წრფე­ლო­ბის მსოფ­ლიო სიმ­ბო­ლოდ იქცა.

სამ­წუ­ხა­როდ, ზედ­მე­ტი კვე­ბა და ყუ­რა­დღე­ბა მას ავ­ნებ­და - გან­სა­კუთ­რე­ბით იმი­ტომ, რომ ყვე­ლას უნ­დო­და მისი გა­მას­პინ­ძლე­ბა. კუ­პა­ტა ცო­ცხა­ლი აღარ არის, მაგ­რამ მან შეც­ვა­ლა ქა­ლა­ქი. დღეს, ბა­თუ­მის თით­ქმის ყვე­ლა ქუ­ჩა­ზე ნა­ხავთ ძაღ­ლე­ბის­თვის და­ტო­ვე­ბულ საკ­ვებს - ადა­მი­ა­ნე­ბი მეტ სიყ­ვა­რულს ავ­ლე­ნენ მი­უ­სა­ფა­რი ცხო­ვე­ლე­ბის მი­მართ.

კუ­პა­ტა იქცა ანი­მა­ცი­უ­რი ფილ­მის და სა­ბავ­შვო წიგ­ნის გმი­რად - მისი სი­კე­თის შე­სა­ხებ მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბიც გა­ი­გე­ბენ. გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-მა“ გა­მოს­ცა ილუსტრი­რე­ბუ­ლი წიგ­ნი - „კუ­პა­ტას თავ­გა­და­სა­ვა­ლი“, რომ­ლის ავ­ტო­რი გახ­ლავთ გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე. წიგ­ნი „კუ­პა­ტას თავ­გა­და­სა­ვა­ლი“ უკვე ხელ­მი­საწ­ვდო­მია „ბიბ­ლუ­სის“ ქსელ­ში, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით. წიგ­ნის ფურ­ცლებ­ზე კუ­პა­ტა თა­ვი­სი ყო­ველ­დღი­უ­რი ჯა­დოს­ნო­ბე­ბით აგ­რძე­ლებს ცხოვ­რე­ბას: ძიძა გუ­ლოს­თან, მე­ნა­ყი­ნეს­თან, კნუტ კნა­ტის­თან, ავ­თოს ავ­ტოს­თან. სა­ლო­მე ხო­ტი­ვა­რის ილუსტრა­ცი­ე­ბი კი წიგნს გან­სა­კუთ­რე­ბულ ატ­მოს­ფე­როს მა­ტებს. ფე­რებს, სით­ბო­სა და ემო­ცი­ას, რო­მე­ლიც კუ­პა­ტას ის­ტო­რი­ას კი­დევ უფრო და­უ­ვი­წყარს ხდის.

  • ლა­ი­კა - პირ­ვე­ლი ცო­ცხა­ლი არ­სე­ბა კოს­მოს­ში

capture-1779090221.jpg

1957 წელს საბ­ჭო­თა კავ­შირ­მა კოს­მოს­ში გა­უშ­ვა ლა­ი­კა. პა­ტა­რა, ქუ­ჩი­დან აყ­ვა­ნი­ლი ძაღ­ლი, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლი არ­სე­ბა გახ­და პლა­ნე­ტის გა­რეთ. ლა­ი­კა მეც­ნი­ე­რე­ბის­თვის იყო დიდი ნა­ბი­ჯი, თუმ­ცა მისი ამ­ბა­ვი ძა­ლი­ან სევ­დი­ა­ნია - იმ პე­რი­ოდ­ში უკან დაბ­რუ­ნე­ბის ტექ­ნო­ლო­გია არ არ­სე­ბობ­და. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ლა­ი­კა სა­მუ­და­მოდ დარ­ჩა სიმ­ბო­ლოდ იმი­სა, თუ რამ­დე­ნად შორს წა­ვი­და კა­ცობ­რი­ო­ბა ცხო­ვე­ლის დახ­მა­რე­ბით.

ჰა­ჩი­კოს ერ­თგუ­ლე­ბა, ბალ­ტოს გამ­ბე­და­ო­ბა, ტო­გის ძალა, ლა­ი­კას მსხვერ­პლი და კუ­პა­ტას სი­კე­თე - ეს უბ­რა­ლოდ ძაღ­ლე­ბის ის­ტო­რი­ე­ბი არ არის. ეს არის მა­გა­ლი­თე­ბი იმი­სა, თუ რამ­დე­ნად შე­უძ­ლია სიყ­ვა­რულს, ერ­თგუ­ლე­ბას და მე­გობ­რო­ბას შეც­ვა­ლოს ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა.