ქალი, რომელმაც “კლინიკური სიკვდილის“ დროს ჯოჯოხეთი მოინახულა, იქ ნანახ საზარელ სცენებს აღწერს
ამერიკაში ცხოვრები ქალი ამტკიცებს, რომ 11 წუთიანი კლინიკური სიკვდილის დროს, სამოთხე და ჯოჯოხეთი ნახა.
კანზასში მცხოვრები შარლოტა ჰოლმსი 2019 წელს თავის კარდიოლოგს, გეგმურ შემოწმებაზე სტუმრობდა , როდესაც მისი არტერიული წნევა მოულოდნელად მკვეთრად გაიზარდა. ექიმებს სჯეროდათ, რომ მას ჰქონდა ან ინსულტი, ან გულის შეტევა; ის სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში და შეუერთეს ინტრავენური გადასხმა.
პროფესიონალები მის დასახმარებლად ჩქარობდნენ, თუმცა გონების გათიშვის შემდეგ, ჰოლმსმა ლამაზი ყვავილების დანახვისა და მათი სურნელის შეგრძნება დაიწყო. მისი ქმარი, დენი, მის გვერდით იყო მთელი ამ განსაცდელის დროს და სჯეროდა, რომ ის იმ დროს „ამ ქვეყნად არ იყო“.
-
სამოთხე
„The 700 Club“-თან ინტერვიუში ჰოლმსმა გაიხსენა: „ირგვლივ სილამაზეს ვათვალიერებდი. ვხედავდი ხეებს, ბალახს და ყველაფერი მუსიკის რიტმში ირხეოდა, რადგან სამოთხეში ყველაფერი ღმერთს სცემს თაყვანს“.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ მომენტში ჰოლმსის გული სულ 11 წუთით გაჩერდა და ის კლინიკურად მკვდრად გამოცხადდა.
ქალმა თქვა, რომ მას არ შეეძლო აღეწერა, როგორი იყო სამოთხე: „ეს იმაზე მილიონჯერ მაღლა დგას, ვიდრე ჩვენი წარმოდგენაა“.
ჰოლმსი ამტკიცებდა, რომ როდესაც ანგელოზებმა ის სამოთხეში შეიყვანეს, მას „შიში არ უგრძვნია, მხოლოდ სიხარული“. შემდეგ დაიწყო ნაცნობი სახეების ამოცნობა - ესენი იყვნენ მისი გარდაცვლილი ოჯახის წევრები. ის ამბობდა, რომ არცერთი მათგანი არ გამოიყურებოდა ავადმყოფად ან მოხუცად; ისინი 30-იან წლებში მყოფებს ჰგავდნენ.
-
ჯოჯოხეთი
ჯოჯოხეთი, რაც ჰოლმსმა შემდეგ აღწერა, საშინლად ჟღერს.
„დავიხედე დაბლა და ვიგრძენი სუნი, ლპობადი ხორცის სუნი - აი, რას ჰგავდა ეს... და შემდეგ ყვირილი. სამოთხის სილამაზის ნახვის შემდეგ, ჯოჯოხეთის ხილვის კონტრასტი თითქმის აუტანელია“, - იხსენებს ის
ძალინა მალე ჰოლმსი სიცოცხლეს დაუბრუნდა. მან თქვა, რომ გრძნობდა, როგორ იზიდავდა მისი სხეული სულს.