ახალი აღმოჩენა დედამიწის ბირთვში, რაც წყალზე აქამდე არსებულ წარმოდგენებს ცვლის | Allnews.Ge

ახალი აღმოჩენა დედამიწის ბირთვში, რაც წყალზე აქამდე არსებულ წარმოდგენებს ცვლის

წარ­მო­იდ­გი­ნეთ დე­და­მი­წის ყვე­ლა ოკე­ა­ნე, რო­მე­ლიც პლა­ნე­ტის ზე­და­პი­რის და­ახ­ლო­ე­ბით 70%-ს ფა­რავს და ძი­რი­თა­დად წყალ­ბა­დის­გან შედ­გე­ბა. ახლა გა­ამ­რავ­ლეთ ეს რი­ცხვი ცხრა­ზე. მკვლევ­რე­ბის ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი შე­ფა­სე­ბით, სა­ვა­რა­უ­დოდ სწო­რედ ამ­დე­ნი წყალ­ბა­დია დე­და­მი­წის ბირ­თვში, რაც მას პლა­ნე­ტა­ზე წყალ­ბა­დის უდი­დეს რე­ზერ­ვუ­ა­რად აქ­ცევს.

“ახა­ლი გა­მოთ­ვლე­ბით დე­და­მი­წის ბირ­თვი შე­იძ­ლე­ბა შე­ი­ცავ­დეს წყალ­ბა­დის 45 ოკე­ა­ნის ეკ­ვი­ვა­ლენტს. სხვა სი­ტყვე­ბით რომ ვთქვათ, წყალ­ბად­მა შე­იძ­ლე­ბა დე­და­მი­წის ბირ­თვის მთლი­ა­ნი მა­სის და­ახ­ლო­ე­ბით 0,07%-დან 0,36%-მდე შე­ად­გი­ნოს,“ - გა­ნა­ცხა­დეს მეც­ნი­ე­რებ­მა ჟურ­ნალ Nature Communications-თან.ეს იმა­ზე მი­უ­თი­თებს, რომ დე­და­მი­წამ წყლის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი მისი ფორ­მი­რე­ბის დროს შე­ი­ძი­ნა და არა მოგ­ვი­ა­ნე­ბით, კო­მე­ტე­ბის შე­ჯა­ხე­ბის შე­დე­გად.

  • „დე­და­მი­წის ის­ტო­რი­ის პირ­ვე­ლი მი­ლი­ო­ნი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, მისი წყლის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი ბირ­თვში ინა­ხე­ბო­და“, - წერს ჰუ­ან­გი CNN-ის­თვის გაგ­ზავ­ნილ ელექტრო­ნულ წე­რილ­ში.

4.6 მი­ლი­არდ წელ­ზე მეტი ხნის წინ, მზის გარ­შე­მო არ­სე­ბუ­ლი ქა­ნე­ბი, გაზი და მტვე­რი შე­ე­ჯა­ხა ერ­თმა­ნეთს, რის შე­დე­გა­დაც ჩა­მო­ყა­ლიბ­და ახალ­გაზ­რდა პლა­ნე­ტა. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, ამ შე­ჯა­ხე­ბე­ბის შე­დე­გად ჩა­მო­ყა­ლიბ­და დე­და­მი­წის ბირ­თვი, მან­ტია და ქერ­ქი.

დე­და­მი­წის სიღ­რმე­ში არ­სე­ბულ­მა, უზარ­მა­ზა­რი წნე­ვის ქვეშ მყოფ­მა მკვრივ­მა, ცხელ­მა და თხე­ვად­მა მე­ტა­ლის ბირ­თვმა და­ი­წყო მოძ­რა­ო­ბა. სწო­რედ ის უზ­რუნ­ველ­ყოფს დე­და­მი­წის დამ­ცავ მაგ­ნი­ტურ ველს.

წყალ­ბა­დის წარ­მო­შო­ბი­სა და გა­ნა­წი­ლე­ბის შეს­წავ­ლა პლა­ნე­ტე­ბის ფორ­მი­რე­ბი­სა და დე­და­მი­წა­ზე სი­ცო­ცხლის ევო­ლუ­ცი­ის შე­სას­წავ­ლად, ერთ-ერთი საკ­ვან­ძო ნა­წი­ლია.

წყალ­ბა­დის რა­ო­დე­ნობ­რი­ვი გან­სა­ზღვრა ზო­გა­დად რთუ­ლია, რად­გან ის ყვე­ლა­ზე მსუ­ბუ­ქი და პა­ტა­რა ელე­მენ­ტია. აქამ­დე მისი რა­ო­დე­ნობ­რი­ვი გან­სა­ზღვრა ტრა­დი­ცი­უ­ლი ანა­ლი­ტი­კუ­რი მე­თო­დე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს სცილ­დე­ბო­და. ახალ­მა კვლე­ვებ­მა კი ამი­სი გან­სა­ზღვრა შეძ­ლო.