ქათმის ფილეს შეფერილობას ბევრი რამის თქმა შეუძლია თქვენთვის - რა უნდა იცოდეთ
თქვენს კალათაში მოთავსებული ქათმის ფილე შესაძლოა “რაღაცას გეუბნებოდეთ“. შესაძლოა ზოგჯერ ვერც კი ამჩნევთ, თუმცა თუ დააკვირდებით დაინახავთ, რომ ხორცის შეფერილობა ხშირად ერთმანეთისგან გასხვავდება.
- ერთი ღია ფერისაა - თითქმის ვარდისფერი. მეორე გამოირჩევა მდიდარი ყვითელი შეფერილობით, თუმცა ორივე ქათმის ერთი და იგივე ნაწილია. რას ნიშნავს ეს?
შეფერილობა ხარისხს არ განსაზღვრავს. ეს ინფორმციას გაძლევთ თუ რა პირობებში გიზარდა ფრინველი, როგორ იკვებებოდა და ა.შ.
ღია ფერის ქათამი ხშირად ფართომასშტაბიანი კომერციული ფერმერების ნიშნად განიხილება.
ეს ფრინველები სწრაფი ზრდისთვის მოჰყავთ. მათი კვება მკაცრად კონტროლდება წონის მაქსიმალური ზრდის მიზნით, ხოლო საცხოვრებელი სივრცე შეზღუდულია. ასეთი სისტემა იძლევა დიდი რაოდენობით ხელმისაწვდომ ხორცს, ამიტომ ღია ფერის ქათამი სუპერმარკეტებში ხშირია. მიუხედავად იმისა, რომ ფერი ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ხორცი არაჯანსაღია, ის ასახავს წარმოების მოდელს, რომელიც სიჩქარეზეა ორიენტირებული და არა ბუნებრივ ქცევაზე.
ყვითელი ქათამი განსხვავებულ პირობებს უჩვენებს.
მუქი მოწითალო, მოყვითალო, მოვარდისფრო ფერი ხშირად მიღებულია საკვებით, რომლებიც მდიდარია ბუნებრივი პიგმენტებით, მაგალითად: სიმინდი, კალენდულა ან სხვა მცენარეები, სადაც კაროტინოიდებია.
ქათმები, რომლებიც მეტ დროს ატარებენ გარეთ, ბალახში ჭრის და მწერებს ჭამენ. ნელი ზრდა და მეტი მოძრაობა იძლევა უფრო გემრიელ ხორცს.