“ადამიანი გამოჯანმრთელდება მაშინ, როცა საკუთარ სექსუალობას თავისუფლებას მისცემს“ - ზიგმუნდ ფროიდის 18 წესი, რომელიც წარმატებულს გაგხდით
-
ზიგმუნდ ფროიდი არის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა მე-20 საუკუნის ფსიქოლოგიასა და ფილოსოფიაში.
-
იგი ფსიქოანალიზის დამფუძნებლად ითვლება და პირველმა წამოაყენა იდეა არაცნობიერი ფსიქიკური პროცესების გადამწყვეტ როლზე ადამიანის ქცევასა და აზროვნებაში.
-
ფროიდის თეორიებმა - როგორიცაა პიროვნების სტრუქტურა (იდი, ეგო, სუპერეგო), სიზმრების ინტერპრეტაცია და ბავშვობის გამოცდილების მნიშვნელობა - დიდი გავლენა მოახდინა არა მხოლოდ ფსიქოლოგიაზე, არამედ ლიტერატურაზე, ხელოვნებასა და კულტურაზე ზოგადად.
ფროიდის მიხედვით, შფოთვა ხშირად დაკავშირებულია არაცნობიერ შინაგან კონფლიქტებთან და ჩახშობილ ემოციებთან, რომლებიც გამოუთქმელად რჩება.
საკუთარი აზრებისა და გრძნობების გაცნობიერება, განსაკუთრებით ბავშვობის გამოცდილებების გააზრება, ადამიანს ეხმარება უკეთ გაიგოს საკუთარი რეაქციების მიზეზები. ფროიდი ხაზს უსვამდა, რომ ემოციების დათრგუნვა შფოთვას აძლიერებს, ხოლო მათი მიღება და დასახელება ამცირებს შინაგან დაძაბულობას. სიზმრები და თავდაცვის მექანიზმები კი შეიძლება ჩაითვალოს გზებად, რომელთა მეშვეობითაც არაცნობიერი გვაწვდის ინფორმაციას საკუთარ შიშებსა და სურვილებზე, რაც საბოლოოდ თვითგაგებასა და ემოციურ სიმშვიდეს უწყობს ხელს.
ქვემოთ გთავაზობთ ფროიდის 18 მინიშნებას, რომლებიც დაგეხმარებათ შფოთვის შემცირებაში და საკუთარი თავის უკეთ გაგებაში
- ადამიანის სულის საიდუმლო ბავშვობის ფსიქიკურ დრამებშია დამალული. ჩასწვდით ამ დრამებს და განკურნება მოვა.
- ადამიანი გამოჯანმრთელდება მაშინ, როცა საკუთარ სექსუალობას თავისუფლებას მისცემს.
- ერთადერთი ადამიანი, ვისთანაც უნდა შეადაროთ საკუთარი თავი, არის ის, ვინც წარსულში იყავით.
- ერთადერთი ადამიანი, ვისზე უკეთესიც უნდა გახდეთ - თქვენ ხართ დღეს.
- ძალასა და თავდაჯერებას გარეთ ეძებთ, მაშინ როცა ისინი ყოველთვის თქვენს შიგნით იყო.
- შფოთვა მრავალი უმნიშვნელოვანესი ფსიქიკური საკითხის კვანძოვანი წერტილია; მისი არსის გააზრება ნათელს ჰფენს ადამიანის მთელ ფსიქიკურ ცხოვრებას.
- ნევროზი არის უუნარობა გაუძლო გაურკვევლობას.
- სასიყვარულო ურთიერთობებში ერთმანეთის „დაზოგვა“ დაუშვებელია - ეს მხოლოდ გაუცხოებამდე მიდის. სირთულეები უნდა გადაილახოს.
- ჩახშობილი ემოციები არ კვდება. მათ აიძულებენ გაჩუმდნენ, მაგრამ ისინი შიგნიდან აგრძელებენ ადამიანის ზემოქმედებას.
- არაფერი ხდება შემთხვევით, ყველაფერს აქვს თავისი პირველადი მიზეზი.
- ბედნიერება ხშირად წარმოიშობა ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეკავებული მოთხოვნილებების მოულოდნელი დაკმაყოფილების შედეგად.
- ადამიანი, რომელიც დედის უპირობო სიყვარულს გრძნობდა, მთელი ცხოვრების განმავლობაში ატარებს გამარჯვებულის განცდას და წარმატების რწმენას.
- სიზმრები არასოდეს ეხება წვრილმანებს - გარეგნულად უწყინარ სიზმრებს ყოველთვის აქვთ დაფარული მნიშვნელობა, „ქვა უბეში“.
- დეპრესია - ეს არის გაყინული შიში.
- ადამიანი ბევრად უფრო მამაცი და თავდაჯერებული ხდება, როცა დარწმუნებულია, რომ უყვართ.
- ადამიანები ხშირად ფანტაზიების სამყაროში ცხოვრობენ, რადგან რეალობა დაუკმაყოფილებლად ეჩვენებათ. ძლიერი პიროვნება სურვილებს რეალობაში აქცევს, სუსტი კი სიმპტომებად.
- საკუთარ თავთან აბსოლუტური გულწრფელობა ერთ-ერთი საუკეთესო ფსიქოლოგიური ვარჯიშია.
- მხოლოდ ბავშვობის ოცნების რეალიზებას შეუძლია ჭეშმარიტი ბედნიერების მოტანა.