ასკეზა - როგორ დავდოთ “გარიგება“ სამყაროსთან სასურველის მისაღწევად: ყველა დეტალი, რომელიც უნდა იცოდეთ | Allnews.Ge

ასკეზა - როგორ დავდოთ “გარიგება“ სამყაროსთან სასურველის მისაღწევად: ყველა დეტალი, რომელიც უნდა იცოდეთ

ას­ტრო­ლო­გი­ურ პროგ­ნო­ზებ­ში სულ უფრო ხში­რად გვხვდე­ბა ტერ­მი­ნი "ას­კე­ზა". გან­სა­კუთ­რე­ბით ახლა, როცა ნეპ­ტუ­ნი ვერ­ძის ენერ­გი­ულ ნი­შან­ში გა­და­ვი­და, ეს პრაქ­ტი­კა ბევ­რი ადა­მი­ა­ნის­თვის ში­შე­ბის დაძ­ლე­ვი­სა და მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვის მთა­ვარ ია­რა­ღად იქ­ცე­ვა. თუმ­ცა, ბევ­რმა არ იცის, რომ ას­კე­ზა არ არის მხო­ლოდ თვით­შე­ზღუდ­ვა - ეს არის ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი შე­თან­ხმე­ბა სამ­ყა­როს­თან.

  • რა არის ას­კე­ზა?

ას­კე­ზა არის სუ­ლი­ე­რი პრაქ­ტი­კა, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით ამ­ბობს უარს რა­ი­მე ჩვე­ვა­ზე ან სი­ა­მოვ­ნე­ბა­ზე (ან პი­რი­ქით - იღებს ახალ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას), რათა გა­მო­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი ენერ­გია კონ­კრე­ტუ­ლი მიზ­ნის რე­ა­ლი­ზე­ბის­კენ მი­მარ­თოს.

ლო­გი­კა მარ­ტი­ვია: თქვენ სამ­ყა­როს უმ­ტკი­ცებთ, რომ გაქვთ ნე­ბის­ყო­ფა და მზად ხართ "გა­და­ი­ხა­დოთ" იმის­თვის, რაც გსურთ.

რო­გორ უნდა და­იც­ვათ ას­კე­ზა სწო­რად? - ambebi.ge ყველა დეტალის შესახებ წერს.

ას­კე­ზის და­წყე­ბას თა­ვი­სი წესი აქვს:

  1. მიზ­ნის ფორ­მუ­ლი­რე­ბა: მკა­ფი­ოდ ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბეთ, რის­თვის აკე­თებთ ამას (მა­გა­ლი­თად: კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლა, ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა ან პი­რა­დი ბედ­ნი­ე­რე­ბა).
  2. პი­რო­ბის და­დე­ბა: ხმა­მაღ­ლა ან ფურ­ცელ­ზე უნდა თქვათ: "მე, (თქვე­ნი სა­ხე­ლი), ვი­ღებ ას­კე­ზას (რაზე ამ­ბობთ უარს) მომ­დევ­ნო (დრო­ის ხან­გრძლი­ვო­ბა) გან­მავ­ლო­ბა­ში და ამით მი­ღე­ბულ ენერ­გი­ას მივ­მარ­თავ (თქვე­ნი მი­ზა­ნი) რე­ა­ლი­ზე­ბის­თვის".
  3. ქმე­დე­ბა: ამ დღი­დან პი­რო­ბის დარ­ღვე­ვა არ შე­იძ­ლე­ბა.

რა შე­იძ­ლე­ბა იყოს ას­კე­ზა?

უა­რის თქმა: ალ­კოჰოლ­ზე, ტკბილ­ზე, მო­წე­ვა­ზე, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ზე, უცენ­ზუ­რო სი­ტყვებ­ზე, ჭო­რა­ო­ბა­ზე.ან ვალ­დე­ბუ­ლე­ბის აღე­ბა: ყო­ველ­დღი­უ­რი ვარ­ჯი­ში, დი­ლის 6 სა­ათ­ზე გაღ­ვი­ძე­ბა, წიგ­ნის კი­თხვა (დღე­ში 20 გვერ­დი), ცივი შხა­პის მი­ღე­ბა.რამ­დენ ხანს გრძელ­დე­ბა ის?

კლა­სი­კუ­რი ას­კე­ზა, რო­გორც წესი, 21 ან 30 დღე გრძელ­დე­ბა (ჩვე­ვის ჩა­მო­სა­ყა­ლი­ბებ­ლად). თუმ­ცა, სე­რი­ო­ზუ­ლი მიზ­ნე­ბის­თვის ადა­მი­ა­ნე­ბი ხში­რად სამ­თვი­ან ან ერ­თწ­ლი­ან პი­რო­ბა­საც დე­ბენ. მთა­ვა­რია, აირ­ჩი­ოთ ისე­თი ვადა, რომ­ლის შეს­რუ­ლე­ბაც რე­ა­ლუ­რად შე­გიძ­ლი­ათ. განაგრძეთ კითხვა