უცნაური ფოტო საბჭოთა კავშირიდან და მკურნალობის მივიწყებული მეთოდი: რა არის კვარცირება? | Allnews.Ge

უცნაური ფოტო საბჭოთა კავშირიდან და მკურნალობის მივიწყებული მეთოდი: რა არის კვარცირება?

ინტერნეტში გავრცელდა ფოტო, სადაც საბჭოთა კავშირში მცხოვრები ბავშვები არიან გამოსახულნი. ისინი განათებული ლამფის გარშემო, ნახევრად შიშვლები დგანან.

ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. უმეტესობა ვერ ხვდება, თუ რა პროცედურა შეიძლება იყოს ეს. როგორც აღმოჩნდა წლების წინ სწორედ ასე მკურნალობდნენ პატარებსა თუ დიდებს სხვადასხვა სიმპტომების დროს.

  • რა არის კვარცირება?

კვარცირება (კვარცის ლამპით ულტრაიისფერი დასხივება) საბჭოთა კავშირში ფართოდ გამოიყენებოდა როგორც სამკურნალო და სადეზინფექციო მეთოდი.

მას ძირითადად იყენებდნენ:

  1. ინფექციების წინააღმდეგულტრაიისფერი სხივები კლავს ბაქტერიებსა და ვირუსებს, ამიტომ კვარცირებას იყენებდნენ: გრიპის და გაციების პროფილაქტიკისთვის. ტონზილიტის, ანგინის დროს. ბრონქიტის და ზედა სასუნთქი გზების ანთებებისას, ტუბერკულოზის სანატორიუმებში - როგორც დამხმარე თერაპიას.
  2. D ვიტამინის დეფიციტი და რაქიტი ბავშვებში: კვარცირებას იყნებდნენ რაქიტის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის მზის სინათლის ჩანაცვლებად ზამთარში.
  3. კანის დაავადებები: გამოიყენებოდა ფსორიაზის, ეგზემის, აკნეს, ცუდად შემხორცებელი ჭრილობების დროს
  4. ოთახებისა და ინსტრუმენტების დეზინფექცია: კვარცის ლამპებით ანადგურებდნენ მიკრობებს პალატებში, საბავშვო ბაღებში, ოპერაციულებში. ამცირებდნენ ეპიდემიების გავრცელებას.

თუმცა დღეს მედიცინა ბევრად ფრთხილია კვარცირების მიმართ:

ზედმეტი ულტრაიისფერი დასხივება აზიანებს კანსა და თვალებს. შესაძლებელია დამწვრობა და კიბოს რისკის ზრდა. ბევრ შემთხვევაში არსებობს უფრო უსაფრთხო და ეფექტური ალტერნატივები.