ბავშვი ვერ ას­რუ­ლებს და­ვა­ლე­ბებს, უჭირს კონ­ცენ­ტრა­ცია, სწრა­ფად იღ­ლე­ბა და ემო­ცი­უ­რად რე­ა­გი­რებს სირ­თუ­ლე­ებ­ზე? - რა იწვევს მოზარდებში ემოციურ გადაღლას: ფსიქოლოგის განმარტება | Allnews.Ge

ბავშვი ვერ ას­რუ­ლებს და­ვა­ლე­ბებს, უჭირს კონ­ცენ­ტრა­ცია, სწრა­ფად იღ­ლე­ბა და ემო­ცი­უ­რად რე­ა­გი­რებს სირ­თუ­ლე­ებ­ზე? - რა იწვევს მოზარდებში ემოციურ გადაღლას: ფსიქოლოგის განმარტება

ბოლო ხანს სულ უფრო მე­ტად უჩი­ვი­ან მო­ზარ­დე­ბი სტრეს­სა და დაღ­ლი­ლო­ბას. ისი­ნი ხში­რად სა­უბ­რო­ბენ, ფი­ზი­კურ და ემო­ცი­ურ გა­მო­ფიტ­ვა­ზე, რაც ძა­ლი­ან აწუ­ხებთ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მო­ზარ­დე­ბის ჩი­ვი­ლე­ბი უბ­რა­ლო დაღ­ლი­ლო­ბას გა­ცი­ლე­ბით აღე­მა­ტე­ბა. რო­გორც ფსი­ქო­ლო­გე­ბი ამ­ბო­ბენ, ემო­ცი­ურ­მა გა­მო­ფიტ­ვამ შე­იძ­ლე­ბა მათ­ზე იმ­დე­ნად დიდი გავ­ლე­ნა იქო­ნი­ოს, სკო­ლა­ში ყო­ველ­დღი­უ­რი სი­ა­რუ­ლიც ვერ შეძ­ლონ. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, გვახ­სოვ­დეს, რომ სტრე­სი და დაღ­ლი­ლო­ბა გავ­ლე­ნას ახ­დენს მათ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე, აკა­დე­მი­ურ მოს­წრე­ბა­სა და გან­წყო­ბა­ზე.

ამ თე­მა­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბა ერთ აზ­რზეა - მო­ზარ­დე­ბის გა­მო­ფიტ­ვი­სა და გა­დაღ­ლი­ლო­ბის მი­ზე­ზი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი და გა­ჯე­ტე­ბია.

ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მი­ზე­ზი მო­ზარ­დებ­ში ემო­ცი­უ­რი გა­დაღ­ლი­ლო­ბის შე­იძ­ლე­ბა იყოს უზო­მო, გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბი, რომ­ლებ­საც შე­იძ­ლე­ბა მო­ზარ­დი თვი­თონ უყე­ნებ­დეს სა­კუ­თარ თავს, ან შე­იძ­ლე­ბა გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბი უწე­სებ­დნენ მას ისეთ მო­თხოვ­ნებს, რო­მელ­თა შეს­რუ­ლე­ბაც მის ძა­ლებს აღე­მა­ტე­ბა. ასე­ვე მშობ­ლე­ბი­სა და მას­წავ­ლებ­ლე­ბის დიდი მო­ლო­დი­ნე­ბი...

  • ბავ­შვთა და მო­ზარ­დთა ფსი­ქო­ლოგ­ ანა­ნო ჟორ­ჟო­ლი­ან­ის თქმით, მო­ზარ­დე­ბის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა ან დაღ­ლი­ლო­ბა ხში­რად მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ფაქ­ტო­რე­ბის კომ­ბი­ნა­ცი­ას უკავ­შირ­დე­ბა.

"ფი­ზი­კუ­რი დაღ­ლი­ლო­ბა, ძი­ლის ნაკ­ლე­ბო­ბა, ჰორ­მო­ნა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი, ემო­ცი­უ­რი გა­დატ­ვირ­თვა ან გრძნო­ბე­ბის გა­მო­ხატ­ვის სირ­თუ­ლე­ე­ბი მათი რე­აქ­ცი­ის ნა­წილს ქმნი­ან. და­მა­ტე­ბით, მე­გობ­რებ­თან კონ­ფლიქ­ტე­ბი, ოჯა­ხუ­რი სტრე­სი, ახა­ლი გა­რე­მო და რუ­ტი­ნის ცვლი­ლე­ბე­ბი ხში­რად აძ­ლი­ე­რებს გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას“, - აღ­ნიშ­ნავს ფსი­ქო­ლო­გი.

თუმ­ცა, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, ისიც, რომ ზოგ­ჯერ მშობ­ლე­ბი და მას­წავ­ლებ­ლე­ბი ბავ­შვე­ბის დაღ­ლი­ლო­ბას სი­ზარ­მა­ცეს მი­ა­წე­რენ.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორ უნდა მიხ­ვდეს მშო­ბე­ლი, რომ ბავ­შვი კი არ ზარ­მა­ცობს, უბ­რა­ლოდ, ში­ნა­გა­ნად გა­მო­ფი­ტუ­ლია?

"დაღ­ლი­ლი ბავ­შვი ცდი­ლობს, მაგ­რამ ვერ ას­რუ­ლებს და­ვა­ლე­ბებს. უჭირს კონ­ცენ­ტრა­ცია, სწრა­ფად იღ­ლე­ბა, უშ­ვებს შეც­დო­მებს და ემო­ცი­უ­რად რე­ა­გი­რებს მცი­რე სირ­თუ­ლე­ებ­ზეც. მა­გა­ლი­თად, ბავ­შვი შე­იძ­ლე­ბა დაჯ­დეს გაკ­ვე­თი­ლე­ბის მო­სამ­ზა­დებ­ლად, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე წუთ­ში მო­ი­თხო­ვოს შეს­ვე­ნე­ბა, გა­ღი­ზი­ან­დეს ან იტი­როს, მა­შინ, როცა დას­ვე­ნე­ბი­სა და მხარ­და­ჭე­რის შემ­დეგ იგი­ვე და­ვა­ლე­ბას უკეთ ას­რუ­ლებს. ეს მი­უ­თი­თებს რე­სურ­სე­ბის ამო­წურ­ვა­ზე და არა სი­ზარ­მა­ცე­ზე“, - გვე­უბ­ნე­ბა ანა­ნო ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი.

მი­ზე­ზე­ბი გა­სა­გე­ბია, მაგ­რამ, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ამ პრობ­ლე­მის პრე­ვენ­ცი­ის გზე­ბი... სა­ინ­ტე­რე­სოა, გა­მო­სა­ვა­ლი რა­შია. რო­გორ უნდა და­ეხ­მა­როს მშო­ბე­ლი ან მას­წავ­ლე­ბე­ლი ში­ნა­გა­ნად დაღ­ლილ და გა­მო­ფი­ტულ მო­ზარდს, რო­მელ­საც მო­ტი­ვა­ცია სა­ერ­თოდ აღარ აქვს?პირ­ველ რიგ­ში, ფსი­ქო­ლო­გი გა­მო­სა­ვალს მო­ზარ­დის მოს­მე­ნა­ში ხე­დავს. ბავ­შვე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­სა და სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა­ში.

"გა­მო­სა­ვა­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის სწორ შე­ფა­სე­ბა­შია, ბავ­შვის მოს­მე­ნა­ში, მისი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­სა და სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა­ში, დატ­ვირ­თვის გა­და­ხედ­ვა­სა და მხარ­დამ­ჭე­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის შექ­მნა­ში. სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში სპე­ცი­ა­ლის­ტთან დრო­უ­ლი მი­მარ­თვა ეხ­მა­რე­ბა რო­გორც ბავ­შვს, ისე მშობ­ლებ­სა და პე­და­გო­გებს, სირ­თუ­ლე­ე­ბის გამ­წვა­ვე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა­ში, ბავ­შვის რე­სურ­სე­ბის აღ­დგე­ნა­ში“ , - აღ­ნიშ­ნავს ფსი­ქო­ლო­გი ანა­ნო ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი.

წყარო