რატომ არის საფრთხის შემცველი სუნამოს კისერზე შესხურება - არუნ ხათრი განმარტავს და ალტერნატიულ წერტილებს გვიზიარებს | Allnews.Ge

რატომ არის საფრთხის შემცველი სუნამოს კისერზე შესხურება - არუნ ხათრი განმარტავს და ალტერნატიულ წერტილებს გვიზიარებს

ინდური ხალხური მედიცინის ექსპერტი არუნ ხათრი საზოგადოებას ურჩევს, რომ სუნამო კისრის არეში არ დაისხან. მისი თქმით, ფარისებრი ჯირკვალი შეიწოვს სუნამოში არსებულ ქიმიურ ნაერთებს, რამაც შესაძლოა კარგი გავლენა არ მოახდინოს ჯანმრთელობაზე.

“ადამიანების უმეტესობა სუნამოს კისერზე იფრქვევს…

იმის ცოდნის გარეშე, რა შეიძლება მოხდეს: კისერი უბრალოდ კანი არ არის, ეს არის სხეულის ერთ-ერთი ყველაზე თხელი და შთანმთქმელი ადგილი. მის ქვემოთ მდებარეობს ფარისებრი ჯირკვალი, რომელიც აკონტროლებს:

  • მეტაბოლიზმს
  • ტვინს
  • ენერგიას
  • ჰორმონებს

ბევრი სუნამო შეიცავს სინთეზურ ქიმიურ სურნელოვან ნივთიერებებს. ეს ქიმიკატები კანზე უბრალოდ არ რჩება, ისინი შეიძლება შეიწოვოს ორგანიზმმა. როცა ყოველდღე სუნამოს პირდაპირ კისერზე ისხავთ ამ ქიმიკატებს ფარისებრ ჯირკვალზე ათავსებთ. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ფარისებრი ჯირკვალი მართავს მთელ ჰორმონალურ სისტემას. მცირე დოზა ყოველდღე, წლების განმავლობაში შეიძლება ჩუმად არღვევდეს ჰორმონულ ბალანსს.

უფრო ჭკვიანი ჩვევა:

კისერზე შესხურების ნაცვლად შეგიძლიათ სუნამო გამოიყენოთ ტანსაცმელზე. ისევ კარგად იგრძნობთ სურნელს, მაგრამ აღარ მოათავსებთ ქიმიკატებს თქვენი ჰორმონების საკონტროლო ცენტრზე.

დაიცავით ფარისებრი ჯირკვალი, დაიცავით ჰორმონები, დაიცავით თქვენი მომავალი,“ - წერს არუნ ხათრი.