იანვარი მაგნიტური ქარიშხლების თვეა - როგორ დავიცვათ თავი?
2026 წლის იანვარი მეტეო დამოკიდებული ადამიანებისთვის საკმაოდ რთულად მიმდინარეობს. მეცნიერები პროგნოზირებენ მაგნიტური ქარიშხლების სერიას, რომლებიც, მართალია, ექსტრემალური სიმძლავრის არ იქნება, მაგრამ ორგანიზმისთვის შესაძლოა საკმაოდ "გამომფიტველი" აღმოჩნდეს.
რატომ არის იანვარი ყველაზე რთული თვე?
ზამთარში მაგნიტური ქარიშხლები უფრო მწვავედ აღიქმება რამდენიმე მიზეზის გამო:
სადღესასწაულო სუფრებისა და ძილის რეჟიმის დარღვევის შემდეგ ორგანიზმი მოწყვლადია;
სიცივე ისედაც ავიწროებს სისხლძარღვებს, გეომაგნიტური რყევები კი დამატებით ტვირთავს გულ-სისხლძარღვთა სისტემას;
9 იანვარს მოსალოდნელია პირველი სერიოზული რყევები. მაგნიტოსფეროს გააქტიურება 8 იანვრის საღამოდან დაიწყება და 9 იანვარს სუსტ ქარიშხლად იქცევა.
17–23 იანვარი: ყველაზე ხანგრძლივი და დამღლელი ტალღა. გეომაგნიტური ფონი 5 ბალამდე (G1 დონე) აიწევს. მოსალოდნელია თავის ტკივილები და უძილობა. ეს არ არის მძლავრი დარტყმა, თუმცა მისი ხანგრძლივობა ორგანიზმს ღლის.
26–27 იანვარი: კიდევ ერთი აქტიური პერიოდი 5-ბალიანი სიმძლავრით.
30–31 იანვარი: თვის ბოლოს მოსალოდნელია ნარჩენი რყევები, თუმცა მათი ზუსტი სიმძლავრე მზის აქტივობაზე იქნება დამოკიდებული.
რჩევები მეტეო დამოკიდებულთათვის
- აკონტროლეთ წნევა: თუ ქრონიკული დაავადება გაქვთ, მედიკამენტები ყოველთვის თან გქონდეთ;
- შეამცირეთ ფიზიკური დატვირთვა: რთულ დღეებში მოერიდეთ მძიმე ვარჯიშსა და სტრესს;
- კვების რაციონი: შეამცირეთ მარილიანი და ცხიმიანი საკვები, დალიეთ მეტი წყალი და მცენარეული ჩაი;
- სუფთა ჰაერი: მცირე გასეირნებაც კი ეხმარება ტვინს ჟანგბადით გამდიდრებაში.