მეცნიერების განცხადებით კიბოს უნივერსალური ვაქცინის შექმნასთან ახლოს არიან - პრეპარატმა გასაოცარი შედეგები აჩვენა | Allnews.Ge

მეცნიერების განცხადებით კიბოს უნივერსალური ვაქცინის შექმნასთან ახლოს არიან - პრეპარატმა გასაოცარი შედეგები აჩვენა

  • ნანონაწილაკებზე დაფუძნებულმა ახალმა ვაქცინამ თაგვებში წარმატებით აღკვეთა კიბოს რამდენიმე აგრესიული ფორმის განვითარება, მათ შორის პანკრეასის კიბო და მელანომა.

  • მკურნალობის შედეგად გააქტიურდა ძლიერი იმუნური მეხსიერება, რის გამოც ვაქცინირებული თაგვების 88%-მდე სიმსივნისგან თავისუფალი დარჩა და კიბოს გავრცელება არ დაფიქსირებულა.

მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა გამოავლინა, რომ ნანონაწილაკებზე დაფუძნებულ ვაქცინას შეუძლია თაგვებში წარმატებით აღკვეთოს მელანომა, პანკრეასის კიბო და სამმაგად ნეგატიური ძუძუს კიბო.

ვაქცინირებული თაგვების 88%-მდე სიმსივნისგან განიკურნა.

“ნანონაწილაკების მოდიფიკაცია შესაძლებელს ხდის იმუნური სისტემის მრავალსაფეხურიან აქტივაციას კიბოსთვის სპეციფიკურ ანტიგენებთან ერთად. ჩვენ შეგვიძლია ავიცილოთ სიმსივნის ზრდა,“ - ამბობს მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის ამჰერსტის რიჩიოს საინჟინრო კოლეჯის ბიომედიცინური ინჟინერიის ასოცირებული პროფესორი და კვლევის მთავარი ავტორი პრაბჰანი ატუკორალე.

წინა კვლევებში ატუკორალემ აღმოაჩინა, რომ მის მიერ შექმნილი ნანონაწილაკებზე დაფუძნებული პრეპარატი თაგვებში არსებულ სიმსივნეებს ამცირებდა ან სრულად აქრობდა. ახალი შედეგები კი აჩვენებს, რომ იგივე ტექნოლოგია ეფექტიანია პრევენციული სტრატეგიის სახითაც.

წყარო