როგორ კურნავს წმინდა ნიკოლოზი მომლოცველებს - სასწაული, რომელიც უკვე 1700 წელია ყველას აოცებს | Allnews.Ge

როგორ კურნავს წმინდა ნიკოლოზი მომლოცველებს - სასწაული, რომელიც უკვე 1700 წელია ყველას აოცებს

წმინ­და ნი­კო­ლო­ზის ნა­წი­ლე­ბი, მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან თით­ქმის 1 700 წლის შემ­დეგ, კვლავ აო­ცებს მსოფ­ლი­ოს.

იტა­ლი­ა­ში, ქა­ლაქ ბა­რი­ში მდე­ბა­რე სან ნი­კო­ლას ბა­ზი­ლი­კა­ში და­ცუ­ლი რე­ლიკ­ვი­ე­ბი მის თა­ვის ქა­ლას, რამ­დე­ნი­მე დიდი და მცი­რე ზო­მის ძვალს და სხვა უმ­ცი­რეს ფრაგ­მენ­ტებს მო­ი­ცავს. აქვე არის შე­ნა­ხუ­ლი პა­ტა­რა ქვე­ბიც, რომ­ლე­ბიც წმინ­და­ნის ცხოვ­რე­ბას უკავ­შირ­დე­ბა.

1950 წელს, რე­მონ­ტის დროს, მე­ო­თხე სა­უ­კუ­ნე­ში მოღ­ვა­წე ეპის­კო­პო­სის საფ­ლა­ვი 1089 წლის შემ­დეგ პირ­ვე­ლად გა­იხ­სნა, რა­მაც მეც­ნი­ე­რებს რე­ლიკ­ვი­ე­ბის დე­ტა­ლუ­რი გა­მოკ­ვლე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა. აღ­მოჩ­ნდა რომ, 866 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ხე­ლუხ­ლე­ბე­ლი ძვლე­ბი საფ­ლავ­ში იყო გა­ფან­ტუ­ლი, ძვლის ღრუ­ებ­ში კვლავ შე­ი­ნიშ­ნე­ბო­და ტე­ნი­ა­ნო­ბა, ხოლო საფ­ლა­ვის ძირ­ზე გამჭვირ­ვა­ლე სი­თხე იყო დაგ­რო­ვი­ლი.

ეკ­ლე­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის თქმით ეს შემ­თხვე­ვა რე­ლიკ­ვი­ე­ბის ნამ­დვი­ლო­ბას ადას­ტუ­რებ­და, თა­ვად იდუ­მალ სი­თხეს კი “წმინ­და ნი­კო­ლო­ზის მა­ნა­ნა“ ეწო­და.

წმინ­და­ნის ნა­წი­ლე­ბი და­ახ­ლო­ე­ბით 343 წლით თა­რიღ­დე­ბა, ნი­კო­ლო­ზი ად­რე­უ­ლი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ეპო­ქის ეპის­კო­პო­სი იყო, ის რო­მის იმ­პე­რი­ის პე­რი­ოდ­ში იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ცხოვ­რობ­და, რო­მე­ლიც დღეს თა­ნა­მედ­რო­ვე თურ­ქე­თის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში არის მოქ­ცე­უ­ლი.

nikolozi-1766911684.jpg

წმინ­და ნი­კო­ლოზს პა­ტივს მი­ა­გე­ბენ რო­გორც რო­მის კა­თო­ლი­კე, ისე აღ­მო­სავ­ლეთ მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ქრის­ტი­ა­ნე­ბი. ის გან­სა­კუთ­რე­ბით ცნო­ბი­ლი თა­ვი­სი გუ­ლუხ­ვო­ბის გამო გახ­და, მა­გა­ლი­თად, უყ­ვარ­და ფა­რუ­ლად სა­ჩუქ­რე­ბის ჩუ­ქე­ბა, მათ შო­რის ადა­მი­ა­ნე­ბის ფეხ­საც­მელ­ში მო­ნე­ტე­ბის და­ტო­ვე­ბა.

ეპი­დე­მი­ის გამო მშობ­ლე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, ნი­კო­ლოზ­მა და­ტო­ვე­ბუ­ლი ქო­ნე­ბა ღა­რი­ბებს და­უ­რი­გა და ვაჭ­რე­ბის, ლუდ­სა­ხარ­შე­ბის და სა­თა­მა­შო­ე­ბის და­მამ­ზა­დებ­ლე­ბის მფარ­ვე­ლი წმინ­და­ნი გახ­და. ერთ-ერთი ლე­გენ­დის მი­ხედ­ვით, წმინ­და ნი­კო­ლოზ­მა სამი გო­გო­ნა გა­და­არ­ჩი­ნა იძუ­ლე­ბი­თი მე­ძა­ვო­ბას, რო­დე­საც ფან­ჯრი­დან ოქ­როს მო­ნე­ტე­ბი გა­და­უგ­დო მათ მა­მას, იმის­თვის რათა გო­გო­ნე­ბის­თვის მზი­თე­ვი გა­და­ე­ხა­და.

წმინ­და­ნის ცხოვ­რე­ბის მრა­ვა­ლი დე­ტა­ლი მისი სიკ­ვდი­ლი­დან დიდი ხნის შემ­დეგ და­ი­წე­რა. ყო­ვე­ლი წლის 9 მა­ისს მომ­ლოც­ვე­ლე­ბი ბა­ზი­ლი­კა­ში იკ­რი­ბე­ბი­ან, რად­გან ამ დროს რე­ლიკ­ვი­ე­ბი­დან ტკბი­ლი სურ­ნე­ლის მქო­ნე სი­თხე, მი­რო­ნი გა­მო­ი­ყო­ფა - ფე­ნო­მე­ნი პირ­ვე­ლად სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წინ და­ფიქ­სირ­და მი­რა­ში (თურ­ქე­თი), იქ სა­დაც წმინ­და­ნი თავ­და­პირ­ვე­ლად იყო დაკ­რძა­ლუ­ლი.

არ­ქე­ო­ლო­გებ­მა ჯერ კი­დევ ვერ აღ­მო­ა­ჩი­ნეს მისი ხე­ლუხ­ლე­ბე­ლი საფ­ლა­ვი, თუმ­ცა 2022–2024 წლებ­ში დემ­რე­ში, წმინ­და ნი­კო­ლო­ზის ეკ­ლე­სი­ა­ში ჩა­ტა­რე­ბულ­მა გა­თხრებ­მა ეკ­ლე­სი­ის თავ­და­პირ­ვე­ლი ია­ტა­კი და შე­საძ­ლო, კარ­გად შე­მო­ნა­ხუ­ლი კირ­ქვის სარ­კო­ფა­გი გა­მო­ავ­ლი­ნა, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა წმინ­და­ნის სხვა ნა­წი­ლებ­საც შე­ი­ცავ­დეს.

ლე­გენ­დის თა­ნახ­მად, 1087 წელს იტა­ლი­ელ­მა მე­ზღვა­უ­რებ­მა თურ­ქე­ბის შე­მო­სე­ვე­ბის­გან დაც­ვის მიზ­ნით, მისი ნაშ­თე­ბი საფ­ლა­ვი­დან მო­ი­პა­რეს და იტა­ლი­ა­ში გა­და­ი­ტა­ნეს.

ბა­რი­ში გა­და­ტა­ნილ­მა რე­ლიკ­ვი­ებ­მა კვლავ გა­ნაგ­რძო ტკბილ­სურ­ნე­ლო­ვა­ნი სი­თხის გა­მო­ყო­ფა. თავ­და­პირ­ვე­ლად ით­ვლე­ბო­და, რომ ეს სი­თხე მი­რო­ნი ან სხვა არო­მა­ტუ­ლი ზეთი იყო, თუმ­ცა ბა­რის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ტა­რე­ბულ­მა მეც­ნი­ე­რულ­მა კვლე­ვამ და­ად­გი­ნა, რომ იგი წყა­ლია. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მორ­წმუ­ნე­ე­ბი მას კვლავ მა­ნა­ნას სამ­კურ­ნა­ლო ძა­ლას მი­ა­წე­რენ. სი­თხე ყო­ველ­წლი­უ­რად გროვ­დე­ბა, დიდ ჭურ­ჭლებ­ში აზა­ვე­ბენ და ბოთ­ლე­ბით მომ­ლოც­ვე­ლებს ური­გე­ბენ.

სკეპ­ტი­კო­სე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ მა­ნა­ნა შე­საძ­ლოა უბ­რა­ლოდ კონ­დენ­სა­ტი იყოს, რო­მე­ლიც წმინ­და­ნის საფ­ლავ­ში წარ­მო­იქ­მნე­ბა. თუმ­ცა მორ­წმუ­ნე­ე­ბი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ კრიპ­ტა­ში წყლის ბუ­ნებ­რი­ვი შეღ­წე­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია. ისი­ნი მი­უ­თი­თე­ბენ 1954 წლის ექ­სჰუ­მა­ცი­ის პრო­ცეს­ზე, რო­დე­საც, გად­მო­ცე­მით, თა­ვად ძვლე­ბი “ოფ­ლი­ა­ნობ­დნენ“, რის გა­მოც ის ტი­ლოც კი დას­ველ­და ,რა­შიც რე­ლიკ­ვი­ე­ბი იყო შე­ფუ­თუ­ლი.

  • 1980 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, მა­ნა­ნის ამო­ღე­ბის რი­ტუ­ა­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად ყო­ველ­წლი­უ­რად სრულ­დე­ბა, რაც მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა კუ­თხი­დან უამ­რავ მომ­ლოც­ველს იზი­დავს.

წყარო