რატომ აგვიანებენ ზოგიერთები ყველგან და ყოველთვის და რას ამბობს ამაზე მეცნიერება
-
ზოგი ადამიანი ყველგან აგვიანებს, რადგან ეს მისი პიროვნული თვისებების, დროის მართვის პრობლემებისა და შინაგანი ბიოლოგიური რითმების შედეგია.
-
ოპტიმიზმი, მულტიტასკინგი, დაბალი კეთილსინდისიერება და ღამის ბუების ცვალებადი ბიოლოგია ხელს უშლის პუნქტუალურობას.
-
წინასწარ მზადება და რამდენიმე მაღვიძარის დაყენება კი დაგეხმარებათ ადგილზე დროულად მისვლაში.
თუ „ხუთ წუთში ვიქნები“ ხშირად 15 წუთს უდრის, თქვენ მარტო არ ხართ და არც უპასუხისმგებლო ხართ. ფსიქოლოგიის, ქრონობიოლოგიისა და ქცევითი კვლევების სფეროს მეცნიერები ათწლეულების განმავლობაში იკვლევენ, თუ რატომ აგვიანებს ზოგიერთი ადამიანი ყველგან - ზოგი კი პუნქტუალურობის განსახიერებაა.
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მისურის უნივერსიტეტის კვლევები ავლენენ, რომ დაგვიანება კოგნიტური მიკერძოებებით, პიროვნული თვისებებით და ბიოლოგიითაც კი არის განპირობებული.
- როგორც აღმოჩნდა, ბევრი ადამიანი, რომელიც ყველგან აგვიანებს, არასწორად აფასებს დავალებას ან დროს. ეს ყველაფერი კი განპირობებულია ფსიქოლოგიური მამოძრავებელი ფაქტორებით.
დასკვნები აჩვენებს, რომ პუნქტუალურობა ან დაგვიანება პროგნოზირებადი ინდივიდუალური განსხვავებებია და არა შემთხვევითი არჩევანი.
ერთ-ერთი მთავარი დამნაშავე დროის არასწორი მენეჯმენტია. ეს არის კოგნიტური მიკერძოება, რომელიც ადამიანებს აიძულებს, წორად ვერ შეაფასოს გარემოებები.
- რატომ აგვიანებენ ოპტიმისტები
როგორც აღმოჩნდა, ყველაზე მეტად ოპტიმისტები აგვიანებენ. ისინი გამუდმებით ფიქრობენ, რომ ყველაფერი შეუფერხებლად წარიმართება. ზედმეტი ოპტიმიზმი, ხშირად ხელს გვიშილის მოსალოდნელი რისკების და შეფერხებების შეფასებაში.
ამასთან, დაბალი კეთილსინდისიერება ხშირად ნიშნავს არაორგანიზებულობას, დავალების შესრულების სირთულეს და დროის კონტროლის შესუსტებას. ამ გამოწვევებს შეუძლია პირდაპირ შეაფერხოს პუნქტუალურობა, მაშინაც კი, როდესაც ადამიანს ნამდვილად სურს დროულად მივიდეს ადგილზე.
მულტიტასკერი ადამიანი ხშირად აგვიანებს, რადგნ კონცენტრირებულია რამდენიმე ამოცანის ერთდროულად შესრულებისკენ და შესაძლოა დრო მხედველობიდან გამორჩეს.
- ღამის ბუები და ჩამორჩენილი ჰორმონები
ღამის ბუებს მელატონინის გამოყოფა დაგვიანებული აქვთ, რაც ადრე გაღვიძებას ართულებს. მათი ტვინი უბრალოდ სრულად არ არის გააქტიურებული, რაც იწვევს უფრო გვიან ადგომას,.
ეს შინაგანი შეუსაბამობა დილის საათების შემდეგ არ მთავრდება. ღამის ბუები ასევე ავლენენ უფრო ცვალებად ხასიათს, იმპულსურობას და დღის დაგეგმვის სირთულეებს, რაც პუნქტუალურობაზე მოქმედებს.
ნივთების წინა საღამოს მომზადება და რამდენიმე მაღვიძარას დაყენება დილის სტრესის შემცირებაში დაგეხმარებათ.