რვაფეხებს შეუძლიათ მსოფლიოს მართვა და ატლანტიდის მსგავსი ცივილიზაციის აგება - მეცნიერებმა წყლის სიღრმეში უზარმაზარი ქალაქები აღმოაჩინეს
-
ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ტიმ კოულსონი აცხადებს, რომ რვაფეხების მაღალი ინტელექტი და კომუნიკაციის უნარი, მათ წყალქვეშ რთული დასახლებების შექმნის შესაძლებლობას აძლევს.
-
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რვაფეხები, რომლებიც მარტოსულ არსებებად ითვლებოდნენ, რეალურად ჯგუფურად ცხოვრობენ და ავლენენ სოციალურ ქცევებს.
-
აღმოჩენილია წყალქვეშა „ქალაქები“, სადაც ისინი ურთიერთობენ, ბუნაგებს აშენებენ და გარემოს ერთობლივად იყენებენ, რაც მათ ინტელექტზე და სოციალური ცხოვრების უნარზე მიუთითებს.
ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორის ტიმ კოულსონის განცხადებით, რვაფეხების „მოხერხებულობა, ცნობისმოყვარეობა, ერთმანეთთან კომუნიკაციის უნარი და უმაღლესი ინტელექტი“ ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ შექმნან რთული სქემები წყალქვეშა სივრცეში ატლანტიდის მსგავსი უზარმაზარი ცივილიზაცია ააშენონ.

რვაფეხებმა, რომლებიც ოდესღაც მარტოსულ არსებებად ითვლებოდნენ, მეცნიერები გააკვირვეს მას შემდეგ, რაც მათ ოკეანის სიღრმეში, რვაფეხების მიერ გაშენებული „წყალქვეშა ქალაქი“ აღმოაჩინეს.
უზარმაზარი ქალაქები სავსეა გვერდიგვერდ მცხოვრები რვაფეხებით.

ყველამ იცის, რომ ზღვის ბინადრები ჭკვიანები არიან. რვაფეხების ქცევა, როგორიცაა ხელსაწყოების გამოყენება, მტაცებლობის ტექნიკა და თავსატეხების ამოხსნა, სხვა უხერხემლოებთან შედარებით უფრო მაღალ ინტელექტზე მიუთითებს.
თუმცა მათ აქვთ მარტოსულობის რეპუტაცია. არსებობს ვარაუდი, რომ ისინი იმდენად მარტოსულები არიან, რომ რვაფეხების ოფიციალური კოლექტიური არსება საერთოდ არ არსებობს. თუმცა, ეს შეიძლება შეიცვალოს.
ბოლო ათწლეულის განმავლობაში მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ სინამდვილეში, რვაფეხები ერთმანეთთან ურთიერთობისას მდიდრულ, მომხიბვლელ და უჩვეულო ქცევებს ავლენენ.

2009 წელს, ავსტრალიაში, ჯერვის ყურეში, მკვლევრებმა აღმოაჩინეს Octopus tetricus, რომლებიც ერთმანეთთან ახლოს ცხოვრობდნენ, „ოქტლანტისის“ სახელით ცნობილი ადგილის მახლობლად.
ორიდან თერთმეტამდე რვაფეხასგან შემდგარ ჯგუფში შეჯვარება და ჩხუბი დაფიქსირდა.
რამდენიმე წლის შემდეგ, მეცნიერები გაკვირვებულები დარჩნენ ველური რვაფეხების კიდევ ერთი ადგილის აღმოჩენით, სადაც ისინი მაღალი სიმჭიდროვით ცხოვრობდნენ.
კლდოვან ნაკვეთზე სხვადასხვა ზომის 10-დან 15-მდე ცხოველი ბინადრობდა. შეჯვარებისა და ჩხუბის გარდა, მეცნიერებმა შენიშნეს ხშირი, რთული სოციალური ურთიერთქმედებები, მათ შორის რვაფეხების ბუნაგებიდან გამოძევება და ინდივიდების გარიყვა.
-
რატომ ირჩევენ რვაფეხები ერთად ცხოვრებას?
აღმოჩნდა, რომ აქტივობების ჯაჭვი ქმნის იდეალურ საცხოვრებელ გარემოს. რვაფეხები გადიან საკვების საპოვნელად, რომელიც შემდეგ უსაფრთხო ბუნაგში მიაქვთ საჭმელად. ისინი ნიჟარებს ტალახიან ადგილას ყრიან, რომელიც დროთა განმავლობაში გროვდება. ნიჟარების ფენა ასტაბილურებს რბილ ნალექს და საშუალებას აძლევს ცხოველებს ააშენონ მეტი ბუნაგი.

მკვლევრებმა აღმოაჩინეს რომ რვაფეხებს შეეძლოთ სხვა ცხოველებისკენ საცეცის გაწვდენაც.
„ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ისინი ცდილობენ, სხვა მიმართულებით წავიდნენ. მაგალითად, ერთმანეთს ეუბნებიან: არ წახვიდე იმ მხარეს... ზოგჯერ ერთი მეორეს სხეულზე დაჭერით აკავებს. ჩვენ ვცდილობთ გავიგოთ, რას გულისხმობენ ისინი ამ ჟესტებში,“ - თქვა მკვლევარმა.
კორნუოლის ველური ბუნების ტრასტის საზღვაო ცნობიერების ამაღლების ოფიცერი მეთ სლეიტერი მუშაობდა გიგანტურ წყნარი ოკეანის რვაფეხებთან (Enteroctopus dofleini).
„როგორც ჩანს, მათ მოსწონთ ადამიანებთან ურთიერთობა. ისინი ინტელექტუალური არსებები არიან,“ - აცხადებს მეთ სლეიტერი.