ადგილი დედამიწაზე, სადაც ადამიანები, თვითმფრინავები და ყველაფერი ცოცხალი უჩინარდება - ბერმუდის სამკუთხედის საიდუმლოს ფარდა აეხადა? | Allnews.Ge

ადგილი დედამიწაზე, სადაც ადამიანები, თვითმფრინავები და ყველაფერი ცოცხალი უჩინარდება - ბერმუდის სამკუთხედის საიდუმლოს ფარდა აეხადა?

ბერ­მუ­დის სამ­კუ­თხე­დი ალ­ბათ პლა­ნე­ტის ერთ - ერთი ყვე­ლა­ზე იდუ­მა­ლი ად­გი­ლია, რო­მე­ლიც მთელ მსოფ­ლი­ო­ში თა­ვი­სი უც­ნა­უ­რი ფე­ნო­მე­ნით არის ცნო­ბი­ლი - და­წყე­ბუ­ლი ჰა­ერ­ში გამ­ქრა­ლი თვითმფრი­ნა­ვე­ბით, დამ­თავ­რე­ბუ­ლი გემი მოჩ­ვე­ნე­ბით. თუმ­ცა რო­გორც მეც­ნი­ე­რე­ბი აცხა­დე­ბენ, დღეს მის სა­ი­დუმ­ლოს სა­ბო­ლო­ოდ აე­ხა­და ფარ­და.

  • რა არის ბერ­მუ­დის სამ­კუ­თხე­დი?

ეს არის ატ­ლან­ტის ოკე­ა­ნის ტე­რი­ტო­რია, რო­მე­ლიც მდე­ბა­რე­ობს ფლო­რი­დის (აშშ), ბერ­მუ­დის კუნ­ძუ­ლე­ბი­სა და პუ­ერ­ტო-რი­კოს შო­რის;ზუს­ტად ეს სამი წერ­ტი­ლი ქმნის პი­რო­ბით "სამ­კუ­თხედს"; ფარ­თო­ბი და­ახ­ლო­ე­ბით 500,000–1,500,000 კვ. მი­ლამ­დე აღ­წევს (და­მო­კი­დე­ბუ­ლია, რო­გორ ნიშ­ნა­ვენ სა­ზღვრებს).

სამ­კუ­თხე­დის ხან­გრძლივ­მა, სა­ბე­დის­წე­რო შემ­თხვე­ვე­ბით სავ­სე ის­ტო­რი­ამ არა­ერ­თი ზე­ბუ­ნებ­რი­ვი ჰი­პო­თე­ზის წარ­მო­შო­ბას შე­უ­წყო ხელი. თუმ­ცა, ყვე­ლა მეც­ნი­ე­რი არ ეთან­ხმე­ბა იმ აზრს, რომ ბერ­მუ­დის სამ­კუ­თხედ­ში რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ი­დუმ­ლო არ­სე­ბობს.

capture-1765795064.jpg

ზოგი მკვლე­ვა­რი ამ­ტკი­ცებს, რომ ავა­რი­ე­ბი­სა და კა­ტას­ტრო­ფე­ბის სტა­ტის­ტი­კა ამ რე­გი­ონ­ში სტან­დარ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის ფარ­გლებ­ში ჯდე­ბა და ბერ­მუ­დის სამ­კუ­თხე­დი, უბ­რა­ლოდ, მი­თია. მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტე­ბი კი კა­რი­ბის ზღვის რთუ­ლი სა­ნა­ვი­გა­ციო პი­რო­ბე­ბით და ძლი­ე­რი ღელ­ვით აიხ­სნე­ბა.

სა­უ­თ­ჰემპტო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ოკე­ა­ნოგ­რა­ფი დოქ­ტო­რი სა­ი­მონ ბოქ­სოლი აცხა­დებს, რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი არც უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლებ­თან და არც პა­რა­ლე­ლურ სამ­ყა­რო­ში მი­მა­ვალ პორ­ტალ­თან არ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

დოქ­ტო­რის გან­მარ­ტე­ბით, ბერ­მუ­დის სამ­კუ­თხედ­ში გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის რე­კორ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის მი­ზეზს ექ­სტრე­მა­ლუ­რი შტორ­მუ­ლი ტალ­ღე­ბი ე.წ rogue wave წარ­მო­ად­გენს. აღ­ნიშ­ნუ­ლი ტალ­ღე­ბი ორ-სამ­ჯერ აღე­მა­ტე­ბა ქა­რიშ­ხლის დროს წარ­მოქ­მნილ ჩვე­უ­ლი ტალ­ღის ზო­მას და შე­იძ­ლე­ბა სი­მაღ­ლე­ში 30 მეტრსაც კი გა­და­ა­ჭარ­ბოს. ისი­ნი გემს სხვა­დას­ხვა მხრი­დან, მათ შო­რის ქა­რის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მი­მარ­თუ­ლე­ბით ენარ­ცხე­ბი­ან და სა­ბო­ლო­ოდ ძი­რა­ვენ. ბოქ­სო­ლის თქმით ასეთ “ სა­სიკ­ვდი­ლო ტალ­ღებ­ში“ მოხ­ვედ­რი­ლი დიდი ზო­მის ხო­მალ­დი შე­იძ­ლე­ბა სულ ორ-სამ წუთ­ში ჩა­ი­ძი­როს.

თა­ვად ბერ­მუ­დის სამ­კუ­თხედ­თან და­კავ­ში­რე­ბულ­მა მის­ტი­კურ­მა თე­ო­რი­ებ­მა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბა 1918 წელს USS Cyclops-ი გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის შემ­დეგ მო­ი­პო­ვა.

capture-1765795160.jpg

USS Cyclops ამე­რი­კუ­ლი ნახ­შირმ­ზი­დი გემი იყო, რო­მე­ლიც ფლოტს საწ­ვა­ვით ამა­რა­გებ­და. ის პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის დროს მარ­ტში ბაია-დან (ბრა­ზი­ლია) ბალ­ტი­მო­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და, რო­დე­საც სამ­კუ­თხედ­ში უეც­რად ისე გა­უ­ჩი­ნარ­და, რომ უბე­დურ შემ­თხვე­ვა­ზე შე­ტყო­ბი­ნე­ბის გაგ­ზავ­ნაც კი ვერ მო­ა­ხერ­ხა.

165 მეტ­რი სიგ­რძის მქო­ნე გე­მი­სა და მისი 306 ადა­მი­ა­ნის­გან შემ­დგა­რი ეკი­პა­ჟის კვა­ლი დღემ­დე ნა­პოვ­ნი არ არის. ამ მო­უ­ლოდ­ნელ­მა გა­უ­ჩი­ნა­რე­ბამ უამ­რა­ვი შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რია წარ­მოშ­ვა, თუმ­ცა რო­გორც დოქ­ტო­რი სა­ი­მონ ბოქ­სო­ლი ვა­რა­უ­დობს, USS Cyclops სწო­რედ აღ­ნიშ­ნულ­მა ტალ­ღებ­მა ჩა­ძი­რეს.

ბერ­მუ­დის სამ­კუ­თხე­დი იდე­ა­ლუ­რი ად­გი­ლია მსგავ­სი მოვ­ლე­ნე­ბის­თვის, აქ ჩრდი­ლო­ე­თი­დან და სამ­ხრე­თი­დან დაძ­რუ­ლი ქა­რიშ­ხლე­ბი ერ­თმა­ნეთს ეჯა­ხე­ბა და თუ ამას ფლო­რი­დი­დან დაძ­რუ­ლი შტორ­მიც და­ე­მა­ტა, უკვე მკვლე­ლი ტალ­ღე­ბი წარ­მო­იქ­მნე­ბა.

ბოქ­სოლ­მა და მის­მა კო­ლე­გებ­მა Cyclops-ის მაშ­ტა­ბუ­რი მო­დე­ლი შექ­მნეს, რათა ენა­ხათ რა და­ე­მარ­თე­ბო­და გემს თუ მსგავს ტალ­ღებ­ში მოხ­ვდე­ბო­და. კვლე­ვებ­მა აჩ­ვე­ნა, ტალ­ღე­ბი იმ­დე­ნად დიდი და ცი­ცა­ბო შე­იძ­ლე­ბა იყოს, რომ ქა­რიშ­ხალ­ში მოხ­ვედ­რი­ლი ხო­მალ­დი მათ მწვერ­ვა­ლებს შო­რის უბ­რა­ლოდ “ეკი­დე­ბა“, მისი შუა ნა­წი­ლი საყ­რდე­ნის გა­რე­შე ჰა­ერ­ში რჩე­ბა, შე­დე­გად კორ­პუ­სი შუ­ა­ზე იხ­ლი­ჩე­ბა და ხო­მალ­დიც რამ­დე­ნი­მე წუთ­ში ფსკე­რის­კენ მი­დის.