როგორ უნდა მოიქცეთ თუ ბავშვი ხალხმრავალ ადგილას დაგეკარგათ - 3 დაუყოვნებელი ნაბიჯი: პარამედიკოსი გვირჩევს | Allnews.Ge

როგორ უნდა მოიქცეთ თუ ბავშვი ხალხმრავალ ადგილას დაგეკარგათ - 3 დაუყოვნებელი ნაბიჯი: პარამედიკოსი გვირჩევს

რო­გორ უნდა მო­იქ­ცეთ თუ ბავ­შვი ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლას და­გე­კარ­გათ და დრო თქვენს წი­ნა­აღ­მდეგ მუ­შა­ობს?

ყო­ფილ­მა პა­რა­მე­დი­კოს­მა, მშო­ბელ­თა პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის - Tiny Hearts Education-ის დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა, ნიკი ჯურ­კუც­მა, ამის შე­სა­ხებ ინ­სტრუქ­ცია გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი აშშ-სა და ევ­რო­პა­ში მრავ­ლად არის. ზო­გი­ერ­თი ქვე­ყა­ნა 16 წლამ­დე ბავ­შვის გა­რეთ მარ­ტო გას­ვლას კრძა­ლავს კი­დეც. მარ­თა­ლია, მცი­რე­წლო­ვან­თა გა­ტა­ცე­ბა და და­კარ­გვა სა­ქარ­თვე­ლო­ში აქ­ტუ­ა­ლუ­რი არ არის, თუმ­ცა, შემ­თხვე­ვის­გან არა­ვი­ნაა და­ზღვე­უ­ლი და ამი­ტომ სა­სურ­ვე­ლია ვი­ცო­დეთ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯე­ბი, რაც ბავ­შვის დრო­უ­ლად პოვ­ნა­ში დაგ­ვეხ­მა­რე­ბა.

პა­რა­მე­დი­კო­სის თქმით, თუ თქვენ­თან მყო­ფი მცი­რე­წლო­ვა­ნი ვერ შე­ნიშ­ნეთ, პა­ნი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩუ­მად სირ­ბი­ლი და ძებ­ნა, დრო­ის კარ­გვაა.

ნიკი ჯურ­კუ­ცი გვი­ზი­ა­რებს ქმე­დე­ბებს, რო­მე­ლიც წა­მებ­ში უნდა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ:

  • ხმა­მაღ­ლა და­ი­წყეთ ყვი­რი­ლი რომ ბავ­შვი და­ი­კარ­გა და ყვე­ლას დახ­მა­რე­ბა გჭირ­დე­ბათ
  • ხმა­მაღ­ლა აღ­წე­რეთ ბავ­შვის გა­რეგ­ნო­ბა - რა ფე­რის თმა აქვს, თვა­ლის ფერი, რამ­დე­ნი წლის არის, სი­მაღ­ლე­ში რამ­ხე­ლაა და ა.შ.
  • ხმა­მაღ­ლა იყ­ვი­რეთ თუ რა აც­ვია ბავ­შვს - რა ფე­რის მა­ი­სუ­რი, ქურ­თუ­კი, შარ­ვა­ლია და ა.შ.
  • ამას­თან, ვინ­მეს სთხო­ვეთ პო­ლი­ცი­ა­ში და­რეკ­ვა, ან პა­რა­ლე­ლუ­რად თა­ვად და­რე­კეთ!

რო­გორც პა­რა­მე­დი­კო­სი აღ­ნიშ­ნავს, პი­რა­დად მას უნა­ხავს ისე­თი შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც მშო­ბელს ერი­დე­ბა პა­ნი­კის ატე­ხას და მცი­რე­წლო­ვანს ხში­რად ან ძა­ლი­ან გვი­ან, ან ად­გი­ლი­დან მო­შო­რე­ბით, შემ­თხვე­ვით პო­უ­ლო­ბენ.

ხოლო, იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ ბო­როტ­მოქ­მედ­მა გა­ი­ტა­ცა ბავ­შვი, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა, პა­ნი­კა და ხმა­უ­რი შე­ა­ში­ნებს და დიდი შან­სია, რომ არას­რულ­წლო­ვა­ნი ქუ­ჩა­ში მი­ა­ტო­ვოს.

“ასეთ დროს ყო­ვე­ლი წამი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. გპირ­დე­ბით, თუ და­ი­წყებთ ყვი­რილს, რომ შვი­ლი და­კარ­გეთ, ყვე­ლა გარ­შე­მომ­ყო­ფი შე­ეც­დე­ბა და­გეხ­მა­როთ,“ - აღ­ნიშ­ნავს ნიკი თა­ვის ვი­დე­ო­ში.

ამას­თან, ეცა­დეთ შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ სიმ­შვი­დე და დე­ტა­ლე­ბის გა­სახ­სე­ნებ­ლად გო­ნე­ბა მო­იკ­რი­ბოთ.