სისხლის კიბოს განკურნება შესაძლებელია - მეცნიერებმა მკურნალობის რევოლუციური მეთოდი შეიმუშავეს და რამდენიმე პაციენტი სრულიად გამოჯანმრთელდა | Allnews.Ge

სისხლის კიბოს განკურნება შესაძლებელია - მეცნიერებმა მკურნალობის რევოლუციური მეთოდი შეიმუშავეს და რამდენიმე პაციენტი სრულიად გამოჯანმრთელდა

  • ექიმებმა პირველად შეძლეს აგრესიული ლეიკემიის შეჩერება დნმ-ის ზუსტი რედაქტირებით.

  • რევოლუციური თერაპია, სისხლის თეთრი უჯრედების დნმ-ს ზუსტად არედაქტირებს, რათა ისინი კიბოს წინააღმდეგ მებრძოლ უჯრედებად იქცეს.

  • მკურნალობა 10 პაციენტზე გამოცადეს და მათგან 64%-ში მიღწეულ იქნა რემისია.

  • მკურნალობის მთავარი რისკია ინფექცია, რადგან თერაპია იმუნურ სისტემას დროებით ასუსტებს.

ექი­მე­ბი იუ­წყე­ბი­ან, რომ თე­რა­პი­ამ, რო­მე­ლიც ოდეს­ღაც სა­მეც­ნი­ე­რო ფან­ტას­ტი­კის ნა­წი­ლად ით­ვლე­ბო­და, ზო­გი­ერთ პა­ცი­ენ­ტში აგ­რე­სი­უ­ლი და გა­ნუ­კურ­ნე­ბე­ლი სის­ხლის კიბო შე­ა­ჩე­რა.

მკურ­ნა­ლო­ბა გუ­ლის­ხმობს სის­ხლის თეთ­რი უჯრე­დე­ბის დნმ-ის ზუსტ რე­დაქ­ტი­რე­ბას, რათა ისი­ნი კი­ბოს წი­ნა­აღ­მდეგ საბ­რძოლ­ვე­ლად „ცო­ცხალ პრე­პა­რა­ტად“ გარ­და­იქ­მნას. პირ­ვე­ლი გო­გო­ნა, რო­მელ­მაც მკურ­ნა­ლო­ბა გა­ი­ა­რა ახლა სა­მე­დი­ცი­ნო­ზე სწავ­ლობს და ონ­კო­ლო­გო­ბა სურს.

kibo-1765262958.jpg
პირველი განკურნებული პაციენტი

რო­გორც BBC წერს, დღემ­დე, მკურ­ნა­ლო­ბა 8 ბავ­შვმა და 2-მა ზრდას­რულ­მა გა­ი­ა­რა - მათ მწვა­ვე ლიმ­ფობ­ლას­ტუ­რი ლე­ი­კე­მია ჰქონ­დათ. ექი­მე­ბის თით­ქმის ორმა მე­სა­მედ­მა (64%) რე­მი­სი­ას მი­აღ­წია.

ალი­სა გრე­იტ ორ­მონდ სტრი­ტის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მკურ­ნა­ლობ­და. ახლა მას მხო­ლოდ ყო­ველ­წლი­უ­რი შე­მოწ­მე­ბე­ბი სჭირ­დე­ბა.

  • რას გუ­ლის­ხმობს ახა­ლი, რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დი?

ლონ­დო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის კო­ლე­ჯის (UCL) და გრე­ით ორ­მონდ სტრი­ტის სა­ა­ვად­მყო­ფოს გუნ­დმა გა­მო­ი­ყე­ნა ტექ­ნო­ლო­გია, რო­მელ­საც ფუ­ძის რე­დაქ­ტი­რე­ბა ეწო­დე­ბა.

ფუ­ძის ოთხი ტიპი - ადე­ნი­ნი (A), ცი­ტო­ზი­ნი (C), გუ­ა­ნი­ნი (G) და თი­მი­ნი (T) - ჩვე­ნი გე­ნე­ტი­კუ­რი კო­დის სა­შე­ნი მა­სა­ლაა. ფუ­ძის რე­დაქ­ტი­რე­ბა მეც­ნი­ე­რებს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, შეც­ვა­ლონ მხო­ლოდ ერთი ფუ­ძის მო­ლე­კუ­ლუ­რი სტრუქ­ტუ­რა, გა­და­ა­კე­თონ იგი და “გა­და­წე­რონ მოქ­მე­დე­ბის ინ­სტრუქ­ცი­ე­ბი“.

სწო­რედ ამი­ტომ, ლე­ი­კე­მი­ის გან­სა­კურ­ნებ­ლად, მათ დო­ნო­რის­გან ჯან­სა­ღი უჯრე­დე­ბი აი­ღეს და მათი მო­დი­ფი­ცი­რე­ბა და­ი­წყეს. რო­გორც უკვე დავ­წე­რეთ, მცდე­ლო­ბა შე­დე­გი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა.

მკურ­ნა­ლო­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი რის­კი ინ­ფექ­ცი­აა, რო­დე­საც იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა და­სუს­ტე­ბუ­ლია.