უცნაური აღმოჩენა ჩერნობილში - ატომურ სადგურში ცხოვრობს სოკო, რომელიც რადიაციით იკვებება
ჩერნობილის აკრძალული ზონა, სადაც 40 წლის წინ ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკის რეაქტორი აფეთქდა, ადამიანებისთვის დახურულია, თუმცა ბუნება იქ ნამდვილად ხარობს.
მიუხედავად იმისა, რომ დალუქული ადგილი შემაშფოთებელია, სხვადასხვა ორგანიზმები აგრძელებენ ცხოვრებას და განვითარებას. უფრო მეტიც - რეაქტორის ნანგრევებთან ახლახან აღმოაჩინეს ახალი ტიპის, უჩვეულო შავი სოკოს სახეობა, რომელიც მაღალი რადიაციით იკვებება და მას ენერგიის წყაროდ გარდაქმნის.

სოკოს Cladosporium sphaerospermum უწოდეს და მან ბინა პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე რადიოაქტიური შენობის შიდა კედლებში დაიდო. მას საშიში მუქი ელფერი აქვს, რადგან მელანინით მდიდარია. მელანინის წყალობით სოკო იონიზირებული გამოსხივებისგან დაცვას და რადიაციის ზემოქმედების ქვეშ ზრდას (ფენომენი ცნობილია, როგორც "რადიოსინთეზი“) ახერხებს.
მეცნიერებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ გამოსხივება საერთოდ არ აზიანებს სოკოს. თუმცა გამოსხივება საშიშია ადამიანებისთვის: ისინი ატომებს ელექტრონებს აცლიან, მოლეკულებს ანადგურებენ და შეუძლიათ დნმ-ის დაზიანება.
Interesting Engineering-ის ცნობით, მისმა გამოყენებამ შესაძლოა კოსმოსის კვლევაში რევოლუცია მოახდინოს.
მეცნიერები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული სოკო შესაძლოა ბიოლოგიურ რადიაციულ ფარად იქნას გამოყენებული. გარდა ამისა, Cladosporium sphaerospermum-ს შესაძლოა კოსმოსური ინდუსტრიისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს, რადგან ტრადიციული დამცავი მეთოდები - ტყვია და სხვა მასალები - ძალიან მძიმე და ძვირია.