13 წლიანი ძებნის შემდეგ, ბიოლოგებმა დედამიწის ყველაზე იდუმალი პარაზიტი-ყვავილი აღმოაჩინეს, რომელიც ყველას გამქრალი ეგონა - ემოციური კადრები | Allnews.Ge

13 წლიანი ძებნის შემდეგ, ბიოლოგებმა დედამიწის ყველაზე იდუმალი პარაზიტი-ყვავილი აღმოაჩინეს, რომელიც ყველას გამქრალი ეგონა - ემოციური კადრები

ბრიტანელმა და ინდონეზიელმა მეცნიერებმა 13 წლიანი ძებნის შემდეგ ინდონეზიაში, დასავლეთ სუმატრას ტროპიკულ ტყეში დედამიწაზე ყველაზე იშვიათი პარაზიტული მცენარე Rafflesia hasseltii იპოვეს.

ვიდეო ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოტანიკური ბაღის დირექტორის მოადგილემ, კრის ტოროგუდმა გადაიღო, სადაც ჩანს რომ ჯგუფის წევრი, ბიოლოგი სიხარულისგან ტირის.

11-1764143513.jpg

„როდესაც დავინახე, რომ ყვავილობა დაიწყო, უბრალოდ გავშეშდი. რეინჯერს ეგონა, რომ შეპყრობილი ვიყავი“, - აცხადებს მეცნიერი სეპტიან ანდრიკი.

კვლევითი ჯგუფის წევრები იყვნენ ინდონეზიელი ბოტანიკოსი სეპტიან ანდრიკი და ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოტანიკური ბაღის დირექტორის მოადგილე, კრის ტოროგუდი.

აღსანიშნავია, რომ შხამიანი რაფლეზია ათ წელზე მეტია არავის უნახავს.

raplezia-1764143549.jpg

  • რაფლეზია ჰასელტი ერთ-ერთი უიშვიათესი სახეობაა. ყვავილი სიგანეში 1 მეტრამდე იზრდება და წონა 6 კილოგრამზე მეტს შეადგენს.

უიშვიათესი ყვავილი-პარაზიტი შხამიანია, ის ღამით იშლება და გვამის სუნი ასდის, რითაც მწერებს იზიდავს. სწორედ ამით იკვებება ბუნების ერთ-ერთი ყველაზე ამოუცნობი ყვავილი.